აქვს თუ არა ველედას ტუბებს დამცავი ალუმინის კილიტა?

10 გრამიან ტუბებს აქვთ დამცავი კილიტა, ხოლო 30 გრამიანებს არა

შეიძლება თუ არა ჩვილის შამპუნი/გელი მის ჩასაბანად გამოვიყენოთ?

რა თქმა უნდა შეიძლება

გამოყენების რა ვადა აქვთ გახსნილ სახის კრემებს ?

თუ შეფუთვაზე ვადა არ არის მითითებული, სტანდარტულად 6 თვეა. ტუბების კონსტრუქცია ხელს უშლის ჰაერის შეწოვას და პროდუქტი დიდხანს  რჩება დაცული.

სპირტის შემცველობა სახის კრემებში რამდენად საყურადღებოა?

ველედას მიერ გამოყენებული ბიო-სპირტი მცენარეული წარმოშობისაა. სპირტწყლიანი ნარევები გამოიყენება მცენარეული ექსტრაქტების დასამზადებლად, რომლებსაც ველედა სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობაში იყენებს. ამასთანავე, ალკოჰოლი აუმჯობესებს ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტების კონსისტენციას და სტაბილურობას.  კანს კი არ აშრობს, რადგან ის კრემის სახეზე წასმიდან რამდენიმე წამში ქროლდება. 

საჭიროა თუ არა თმის მოსავლელი ზეთის ჩამობანა?

თუ ზეთი თმის მთელს სიგრძეზე წაისვით და ნიღბის სახით 20 – 60 წუთი გაიჩერეთ, მერე აუცილებლად ჩამოიბანეთ. ხოლო თუ მხოლოდ მშრალი თმის ძირებზე წაისვით თითებზე განაწილებული რამდენიმე  წვეთი, აღარ ჩამოიბანოთ

 

რამდენად ეფექტურია ვარდის სერია პირველი ნაოჭების გასასწორებლად და მათი გაჩენის პროფილაქტიკისთვის?

ვარდის სერია სპეციალურად შექმნილია პირველი მიმიკური ნაოჭების გაჩენის შესასუსტებლად. ინტენსიური მოვლისთვის კი, 30 წლიდან რეკომენდებულია დამატებით ბროწეულის შრატის გამოყენება.

ნორმალური თმის მოსავლელი შამპუნის ხმარების შემდეგ, თმის ძირები უფრო ცხიმიანი გახდა და ერთმანეთს ეწებებიან. შამპუნია შესაცვლელი თუ ასე მიმდინარეობს შეგუება?

ბუნებრივ შამპუნზე გადასვლისას თმიდან ხდება მასში დაგროვილი სილიკონების და პარაბენების გამორეცხვა. მიეცით თმას დრო და შანსი, რომ გაჯანსაღდეს.

ველედას რომელი პროდუქტის გამოყენება შეიძლება თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად ?

თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად იდეალურია ველედას ნუშის ზეთი. ის დააწვეთეთ ბამბის დისკზე და დაიფინეთ რამდენიმე წუთი თვალებზე. მერე შეასველეთ ეს დისკი წყლით და მოიცილეთ მაკიაჟი.

აკნეს საწინააღმდეგოდ, კანის გამწმენდი ლოსიონი და ტონიკის ხმარების შემდეგ კანი უფრო ცხიმიანი და უსუფთაო გახდა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი არ მომიხდა?

პირიქით, ეს მიუთითებს არჩევანის სისწორეზე. გააგრძელეთ მისი ყოველდღიური გამოყენება.

ცელულიტის დროს მთლიანი მასაჟის გაკეთება ცელულიტის ზეთით ჯობია თუ რომელიმე სხვა სამასაჟე ზეთით?

თუ არ ხართ მგრძნობიარე რთულყვავილოვნების მიმართ, მთლიანი მასაჟის გაკეთება ჯობია არნიკას სამასაჟე ზეთით, რადგან ის რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს: გადატკეცს კანს, მოუვლის კუნთებსა და სახსრებს. ასევე აქვს გამათბობელი ეფექტი.

შეიცავს თუ არა ველედას კბილის პასტები ფტორს?

არ შეიცავს