კონფიდენციალურობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

დიდი მადლობა ჩვენი ვებ – გვერდის სტუმრობისთვის!

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა დაცვის ნორმატიული დებულებების დაცვა. ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავების ხასიათის, მასშტაბისა და მიზნის, ასევე ვებგვერდის მომხმარებლის  უფლებების შესახებ. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა უკვე ითვალისწინებს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის სიახლეებს. ამავდროულად, ეს დეკლარაცია ასევე აკმაყოფილებს გერმანიის ტელემედიის კანონის §13– ის მოთხოვნებს.

1. მაკონტროლებელი

შპს.ნატურაფარმი
პეკინის 45
თბილისი
საქართველო
naturapharm@hotmail.com

2. ზოგადი ინფორმაცია

ვებგვერდი ისეა შემუშავებული, რომ უზრუნველვყოთ რაც შეიძლება ნაკლები მონაცემის შეგროვება თქვენგან.  თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მონახულება პერსონალური მონაცემების შეყვანის გარეშეც. პერსონალური მონაცემების დამუშავება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ გადაწყვეტთ გამოიყენოთ გარკვეული სერვისები (მაგალითად, საკონტაქტო ფორმულარი). ეს საშუალებას გვაძლევს, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დავამუშაოთ მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლის ან თქვენი თანხმობის შესაბამისად. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირების (GDPR) დებულებებს, რომლებიც გამოიყენება 25.5.2018 წლიდან და შესაბამის მოქმედ ეროვნულ რეგულაციებს.

3. განმარტება

GDPR- ის შესაბამისად, მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში გამოყენებული ტერმინები განსაზღვრულია შემდეგნაირად:
“პერსონალური მონაცემი” ნებისმიერი ინფორმაციაა, რომელიც ეხება იდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს (შემდგომში – “მონაცემთა სუბიექტი”); იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის ის, ვინც შეიძლება იდენტიფიცირდეს უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით, კერძოდ იმ მონაცემების მითითებით, როგორიცაა სახელი, საიდენტიფიკაციო პირადი ნომერი, ადგილმდებარეობა, ან ონლაინიდენტიფიკატორი ან ფიზიკური, ფიზიოლოგიური, სპეციფიკური ერთი ან რამდენიმე ფაქტორი. ასევე გენეტიკური, გონებრივი, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტურობა.

“დამუშავება” ნებისმიერი ოპერაცია ან ოპერაციის ერთობლიობაა, რომელიც ავტომატურად ხორციელდება პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მაგალითად, შეგროვება, ჩაწერა, დახარისხება, შენახვა, ადაპტაცია ან შეცვლა, მოძიება, გამოკითხვა, გამოყენება. ინფორმაციის გამჟღავნება, გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება,  შეზღუდვა, წაშლა ან განადგურება;

“დამუშავების შეზღუდვა” -შენახული პერსონალური მონაცემების მონიშვნაა, სამომავლოდ მათი დამუშავების შეზღუდვის მიზნით;

“ფსევდონიმიზაცია” -პერსონალური მონაცემების იმგვარი დამუშავებაა, როდესაც შეუძლებელია პერსონალური მონაცემების დაკავშირება კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე და გულისხმობს   ასეთი დამატებითი ინფორმაციის შენახვას განცალკევებით.

“პასუხისმგებელი”- ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანოა,რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს; როდესაც ამგვარი დამუშავების მიზნები და საშუალებები განისაზღვრება საკავშირო ან წევრი ქვეყნის კანონმდებლობით, პასუხისმგებელი ან მისი დასახელების სპეციალური კრიტერიუმები შეიძლება იყოს გათვალისწინებული საკავშირო ან წევრი ქვეყნის კანონმდებლობით;

“დამმუშავებელი”- ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანოა, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს პასუხისმგებლის დავალებით;

„მიმღები“- ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან სხვა ორგანოა, სადაც ქვეყნდება პირადი მონაცემები, მიუხედავად იმისა იქნება ეს მესამე მხარე თუ არა. ამასთან, სახელმწიფო ორგანოები,რომლებმაც შეიძლება მიიღონ პერსონალური მონაცემები კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, საკავშირო ან წევრი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაითვლებიან მიმღებად; ამ საჯარო ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავება უნდა შეესაბამებოდეს მონაცემების დაცვის მოქმედ წესებს დამუშავების მიზნების შესაბამისად;

„მესამე მხარე“ -ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ორგანო, სააგენტო ან ორგანოა, გარდა მონაცემთა სუბიექტის, პასუხისმგებელის, დამმუშავებლისა და კონტროლიორისა, რომლებიც კონტროლერის ან დამმუშავებლის უშუალო ხელმძღვანელობით უფლებამოსილნი არიან დაამუშავონ პერსონალური მონაცემები;

მონაცემთა სუბიექტის „თანხმობა“ ნიშნავსმის ნებაყოფლობით და ცალსახა დასტურს, გამოხატულს განცხადებით ან სხვა არაორაზროვანი აქტით, რომ ეთანხმება მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

4. თანხმობა

ჩვენი ვებ – გვერდის ვიზიტის დროს, ნაწილობრივ ვაგროვებთ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს თქვენს შესახებ. ამისათვის კი თქვენი თანხმობა გვჭირდება. ეს ხდება პირველ რიგში, ჩვენი დიალოგისა და მომსახურების ფარგლებში, კონკრეტულად, როდესაც ხდება საკონტაქტო ფორმულარის შევსება, ხდება ბიულეტენის შეკვეთა, აქციების დროს, პროდუქტების შეფასებისას.

თანხმობის დეკლარაცია
ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ფორმულარების შევსებით თქვენ ეთანხმებით მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ ის ნებისმიერ დროს გააუქმოთ შესაბამისი განცხადების მოწოდებით. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი სერვისის გამოყენება თქვენი თანხმობის გარეშე შეუძლებელია. გასაუქმებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ კონტაქტის ზემოაღნიშნული მეთოდები (ამ შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი, ელ.ფოსტა და მისამართი).

5. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი მომსახურების შეთავაზების ლეგიტიმაციის, შესრულების ან დამუშავების მიზნით, GDPRმე -6 მუხლის 1 ბ პარაგრაფის საფუძველზე. თუ ჩვენ ვიყენებთ გარე მომსახურების მიმწოდებლებს შეკვეთის მონაცემთა დამუშავების ნაწილში, მაშინ დამუშავების იურიდიული საფუძველია GDPR 28-ემუხლი.

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიყენებთ პირად მონაცემებს ექსკლუზიურად შემდეგი მიზნებისათვის:

დასაკონტაქტებლად და ამასთან დაკავშირებული კორესპონდენციებისთვის,
თქვენი მოთხოვნის მოსაგვარებლად და თქვენთვის საჭირო დამატებითი რჩევების მოსაწოდებლად,
ჩვენი გაზეთის მოსაწოდებლად, აბონიმენტის გამოსაწერად,
ჩვენი ვებ – გვერდის ყველაზე ეფექტურად და საინტერესოდ წარსადგენად (მაგ., ანონიმური შეფასების გზით)
ჩვენი მომსახურების ტექნიკურად განსახორციელებლად
Weleda– ს მომხმარებლად დასარეგისტრირებლად;

პროდუქტის შეფასებაში მონაწილეობის მისაღებად
კონკურსებში და პროდუქტის ტესტირების აქციაში მონაწილეობის მისაღებად

6. შეგროვებული და დამუშავებული პირადი მონაცემები

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს, როდესაც თქვენ მათ გაცნობიერებულად და ნებაყოფლობით გვაწვდით, მაგალითად, ფორმულარების შევსებისას ან ელექტრონული წერილების გამოგზავნის დროს.

არსებული ფორმულარების შემთხვევაში ეს პირველ რიგში შემდეგი მონაცემებია:

ზოგადი საკონტაქტო მონეცემები შეკვეთის გასაფორმებლად:
•    გვარი
•    სახელი
•    ტელეფონის ნომერი
•    პირადი ნომერი
•    ქუჩა
•    სახლის ნომერი
•    საფოსტო კოდი
•    ადგილსამყოფელი
•    მოთხოვნა/შეკითხვა
•    შეტყობინება

ველედას მომხმარებლის ანგარიში:
•    მიმართვა
•    გვარი
•    სახელი
•    ელექტრონული ფოსტის მისამართი
•    პასვორდი

ველედას გათამაშებები:
•    მიმართვა
•    გვარი
•    სახელი
•    ტელეფონის ნომერი
•    ელექტრონული ფოსტის მისამართი
•    ქუჩა
•    სახლის ნომერი
•    საფოსტო კოდი
•    ადგილსამყოფელი
•    დაბადების თარიღი

სავალდებულოდ შესავსები ველები აღნიშნულია * ნიშნით

თქვენ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემები და მათი შინაარსი მხოლოდ ჩვენთან და ჩვენს პარტნიორ საწარმოებთან რჩება. თქვენს მონაცემებს ჩვენ მხოლოდ პუნქტში 5 აღნიშნული მიზნებისთვის ვინახავთ და ვამუშავებთ. აღნიშნული მიზნების ფარგლებს გარეთ მათი გამოყენებისთვის საჭიროა თქვენი ცხადი თანხმობა. იგივე ეხება თქვენი მონაცემების მესამე პირთათვის გადაცემასა და შეტყობინებას.

7. ზოგადი ლოგფაილები

რეგისტრაციის ფაილებში (ლოგფაილები) ვებსერვერიდან დროებით ინახება მომმართავი კომპიუტერის დაკავშირების მონაცემები (IP-მისამართი), გვერდები, რომლებსაც ჩვენთან სტუმრობთ, სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა, გამოყენებული ბრაუზერისა და საოპერაციო სისტემის ტიპის საიდენტიფიკაციო მონაცემები, აგრეთვე ვებგვერდი, რომლიდანაც გვიკავშირდებით და წარმატებული ძიება. ვებგვერდების ტექნიკური ადმინისტრირება და ანონიმური სტატისტიკური გამოკითხვები საშუალებას იძლევა, შეფასდეს ველედას შეთავაზებებზე წვდომა და განხორციელდეს შეფასება ჩვენს საწარმოში მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, რომ საბოლოოდ უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენ მიერ დამუშავებული პირადი მონაცემების დაცვის ოპტიმალური დონე.

სერვერის ლოგფალების მონაცემები გაანალიზების მიზნებისთვის12 თვის განმავლობაში ინახება  თქვენ მიერ მოწოდებული პირადი მონაცემებისგან განცალკევებით და შემდეგ იშლება.

8. ქუქიფაილები (Cookies)

ჩვენ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს იმისთვის ვიყენებთ, რომ ინდივიდუალური, თქვენზე უკეთ მორგებული ინტერნეტ-მომსახურება შემოგთავაზოთ. დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ველედა ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს, გაეცანით ქუქი-ფაილების ჩვენს მიმოხილვაში.

9. სოციალური პლაგინები

ამ ვებგვერდს აქვს სოციალური ქსელების / სოციალური გაზიარების ფუნქციები. მაგრამ ვებგვერდების მომხმარებელთა დაცვის მიზნით ველედამ Shariff სკრიპტის გამოყენება აირჩია.

ველედა თვითონ არ აგროვებს მონაცემებს სოციალური პლაგინების საშუალებით ან მათი გამოყენებით. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მონაცემები თქვენი ცოდნის გარეშე არ გადაეცეს აშშ-ში მომსახურების მომწოდებლებს, ველედა ეგრეთწოდებულ Shariff-გადაწყვეტას იყენებს. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს, რომ როდესაც თქვენ ამ ვებგვერდს სტუმრობთ, პირადი მონაცემები თავიდან არ გადაეცემა ცალკეული სოციალური პლაგინების მომწოდებლებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ სოციალური პლაგინებიდან ერთ-ერთზე დააწკაპუნებთ, მონაცემები მომსახურების მომწოდებელს გადაეცემა და იქ ინახება.

დამატებით ინფორმაციას Shariff-გადაწყვეტის შესახებ ნახავთ მომწოდებლის, Heise Medien Gmbh & Co. KG, ვებგვერდებზე: http://m.heise.de/ct/artikel/Shariff-Social-Media-Buttons-mit-Datenschutz-2467514.html

10გათამაშებები ვებგვერდზეფეისბუკსა და ინსტაგრამზე

პირადი მონაცემები გათამაშების მიმდინარეობის განმავლობაში ინახება მოგების მართვის მიზნით. გათამაშების დასრულების შემდეგ მონაცემები იშლება. ცალკეულ შემთხვევებში მონაცემები გადაეცემა მომსახურების გარეშე მიმწოდებლებს. მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს თანხმობა მონაცემთა შენახვაზე და ამით უარი თქვას გათამაშებაში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, მონაწილე თანხმობას აცხადებს, რომ შესაბამისი გათამაშებების დროს მის მიერ ატვირთული ფოტო ან მის მიერ ატვირთული პროდუქტის შეფასება მისი სრული სახელითა და გვარის პირველი ასოთი, როგორც გათამაშებასთან დაკავშირებით, ისე, შესაძლოა, მოგებასთან ერთად, გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე, ფეისბუკზე ან ინსტაგრამზე. ატვირთული ფოტოების იურიდიული შესაბამისობისთვის, კერძოდ, გამოსახულების გამოქვეყნების უფლებაზე პასუხისმგებელია მონაწილე. Weleda იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს აშკარად უკანონო შინაარსის შემცველი ფოტოები ან ტექსტები (ეს ფოტოები არ გამოქვეყნდება და გათამაშებიდან გამოირიცხება).

11მესამე მხარის მომსახურებისა და შინაარსების გამოყენება

ჩვენი ვებგვერდი იყენებს სხვა მომწოდებლების შინაარსებსა და მომსახურებას. ეს არის, მაგალითად, რუკები და ვიდეოები, რომლებსაც Google-Maps ან YouTube გვაწვდის. იმისთვის, რომ მომხმარებლის ბრაუზერმა ამ მონაცემების გახსნა და ასახვა შეძლოს, აუცილებელია IP-მისამართის გადაცემა. ამრიგად, მომწოდებელი (შემდგომში – „გარეშე მომწოდებელი”) შესაბამისი მომხმარებლის IP-მისამართს იგებს.

ჩვენ, მართალია, ვცდილობთ, მხოლოდ ის გარეშე მომწოდებლები გამოვიყენოთ, რომლებიც IP-მისამართს მხოლოდ შინაარსების მიწოდებისთვის იყენებენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ IP-მისამართის შესაძლო შენახვას. ეს პროცესი ამ შემთხვევაში სტატისტიკურ მიზნებსაც ემსახურება. თუ შევიტყობთ, რომ თქვენი IP-მისამართი შენახულ იქნა, ამის შესახებ გაცნობებთ.

Google Analytics-ის გამოყენება

ეს ვებგვერდი იყენებს Google Analytics-ს, ქსელის ანალიზის სამსახურს, რომელიც ეკუთვნის კორპორაციას Google Inc., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA („Google“).

Google Analytics იყენებს ქუქი-ფაილებს, ე. ი. ტექსტურ ფაილებს, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახება და რომლებიც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაანალიზების  საშუალებას იძლევა. ქუქი-ფაილის საშუალებით მიღებული ინფორმაცია თქვენ მიერ ამ ვებგვერდის გამოყენების შესახებ, როგორც წესი, აშშ-ში Google-ის სერვერს გადაეცემა და იქ ინახება.

ჩვენს ვებგვერდზე გააქტიურებულია IP-ანონიმიზაცია, ასე რომ Google ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარგლებში ან ევროპული ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების მონაწილე სხვა ქვეყნებში წინასწარ ამოკლებს თქვენს IP-მისამართს. სრული IP-მისამართი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში გადაეცემა  Google-ის სერვერებს აშშ-ში და იქ მოკლდება. ამ გამონაკლის შემთხვევებში მონაცემთა დამუშავება DSGVO (მონაცემთა დაცვის კოდექსი) მუხლი 3, აბზ. 1, პუნქტი 1-ის შესაბამისად ხორციელდება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, რომელიც ეხება ოპტიმიზაციისა და მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელთა ქცევის სტატისტიკურ ანალიზს.

ჩვენი დაკვეთით Google გამოიყენებს ამ ინფორმაციას, რომ შეაფასოს თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენება, რათა შეადგინოს ანგარიშები ვებგვერდებზე აქტიურობების შესახებ და გაგვიწიოს ჩვენ, როგორც ვებგვერდების ოპერატორებს, ვებგვერდების გამოყენებასან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება. Google Analytics-ის ფარგლებში თქვენი ბრაუზერიდან გადაცემული IP-მისამართი Google-ის სხვა მონაცემებთან არ ერთიანდება.

თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ ქუქი-ფაილების შენახვას თქვენი ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი პარამეტრის გამოყენებით; თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ამ ვებგვერდის ყველა ფუნქციის სრული მოცულობით გამოყენებას.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუშალოთ ქუქი-ფაილების საშუალებით წარმოქმნილი და თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, IP-მისამართის) Google-ის მიერ აღმოჩენასა და დამუშავებას, თუ ქვემოთ მოცემულ ბმულზე არსებულ ბრაუზერის პლაგინს ჩამოტვირთავთ და დააინსტალებთ: [აქტუალური http://tools.google.com/dlpage/gaoptout?hl=de].

ალტერნატიულად, შეგიძლიათ Google Analytics-ის მიერ აღმოჩენა გამორიცხოთ ე. წ. ქუქი-ფაილების უარყოფით, თუ აქ დააწკაპუნებთ. თუ თქვენს ბრაუზერში ქუქი-ფაილებს წაშლით, ამ ბმულზე კიდევ ერთხელ უნდა დააწკაპუნოთ.

Google LLC, რომლის რეზიდენცია აშშ-ში მდებარეობს, სერტიფიცირებულია აშშ-ევროპის მონაცემთა დაცვის შეთანხმებაზე „Privacy Shield“, რომელიც მონაცემთა დაცვის ევროკავშირში მოქმედ დონესთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

დამატებით ინფორმაციას Google Analytics-ში მომხმარებლის მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით გაეცნობით Google-ის დეკლარაციაში მონაცემთა დაცვის შესახებ: https://support.google.com/analytics/answer/6004245?hl=de

Google-ის დეკლარაციას მონაცემთა დაცვის შესახებ ნახავთ მისამართზე: https://policies.google.com/privacy/partners?hl=de

DoubleClick-ის გამოყენება

ეს ვებგვერდი იყენებს ონლაინ-მარკეტინგის ინსტრუმენტს DoubleClick by Google, რომლის მომწოდებელია Google LLC., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA (“DoubleClick”).

DoubleClick იყენებს ქუქი-ფაილებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მისთვის რელევანტური რეკლამები აჩვენოს, კამპანიის შედეგების შესახებ ანგარიშები გააუმჯობესოს ან თავიდან ააცილოს მომხმარებელს ერთი და იგივე რეკლამის რამდენჯერმე ნახვა. ქუქი-ფაილის იდენტიფიკატორის საშუალებით Google ადგენს, რომელი რეკლამა რომელ ბრაუზერში გამოჩნდა, რომ გამორიცხოს მისი განმეორებით ჩვენება. დამუშავება ხორციელდება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, რომელიც ეხება ჩვენი ვებგვერდის ოპტიმალურ მარკეტინგს DSGVO მუხლი 6, აბზ. 1, პუნქტი f-ის შესაბამისად.

გარდა ამისა, ქუქი-ფაილის იდენტიფიკატორის საშუალებით DoubleClick-ს შეუძლია ე. წ. კონვერსიების დაჭერა, რომლებიც რეკლამების გამოძახებას უკავშირდება. ეს ის შემთხვევაა, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი DoubleClick-ის რეკლამას ხედავს და მოგვიანებით იგივე ბრაუზერით რეკლამის განმათავსებლის ვებგვერდს იძახებს და იქ რაღაცას ყიდულობს. Google-ის მტკიცებით, DoubleClick-ის ქუქი-ფაილები პირად მონაცემებს არ შეიცავს.

ინტეგრირებული მარკეტინგული ინსტრუმენტების წყალობით თქვენი ბრაუზერი ავტომატურად ამყარებს უშუალო კავშირს Google-ის სერვერთან. ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას იმ მონაცემების მოცულობაზე და მათ შემდგომ გამოყენებაზე, რომლებსაც Google ამ ინსტრუმენტების გამოყენებით აგროვებს და ამიტომ ჩვენი ცოდნის შესაბამისად გაწვდით ინფორმაციას: DoubleClick-ის გამოყენებით Google იღებს ინფორმაციას, რომ თქვენ ჩვენი ვებგვერდის შესაბამისი ნაწილი გამოიძახეთ ან ჩვენს რეკლამაზე დააწკაპუნეთ. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ Google-ის რაიმე სერვისზე, Google-ს შეუძლია, გამოძახება თქვენს ანგარიშს (Account) დაუკავშიროს. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ Google-ზე დარეგისტრირებული არ ხართ ან სისტემაში არ შეხვედით, არსებობს შესაძლებლობა, რომ მომწოდებელმა თქვენი IP-მისამართი აღმოაჩინოს და შეინახოს.

თუ თქვენ არ გსურთ მონაწილეობა მეთვალყურეობის ამ პროცესში, შეგიძლიათ, გამორთოთ ქუქი-ფაილები კონვერსიის მეთვალყურეობისთვის, რისთვისაც თქვენი ბრაუზერი ისე უნდა დააყენოთ, რომ ქუქი-ფაილები დომენიდან www.googleadservices.com დაიბლოკოს, https://www.google.de/settings/ads, ამასთან, ეს არჩევანი გაუქმდება, თუ თქვენ თქვენს ქუქი-ფაილებს წაშლით. ალტერნატიულად, მისამართზე www.aboutads.info შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება ქუქი-ფაილების ჩანერგვის შესახებ და შესაბამისი ზომები მიიღოთ. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერი ისე დააყენოთ, რომ ინფორმაციას მიიღოთ ქუქი-ფაილების ჩანერგვის შესახებ და ინდივიდუალურად მიიღოთ გადაწყვეტილება მათი მიღების შესახებ ან გარკვეულ შემთხვევებში ან ზოგადად უარი თქვათ მათ მიღებაზე. თუ ქუქი-ფაილების მიღებაზე უარს იტყვით, ჩვენი ვებგვერდის მუშაობა შეიძლება შეიზღუდოს.

დამატებით ინფორმაციას DoubleClick by Google-ის მონაცემთა დაცვის წესების შესახებ გაეცნობით მისამართზე: http://www.google.de/policies/privacy/

Google reCaptcha-ის გამოყენება

ამ ვებგვერდზე ჩვენ ვიყენებთ აგრეთვე Google-ის [Google LLC, 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA („Google“)] ფუნქციას reCAPTCHA. ეს ფუნქცია პირველ რიგში იმის გარკვევას ემსახურება, სისტემაში შემოსვლა ფიზიკურმა პირმა განახორციელა, თუ ეს არაავტორიზებულად განხორციელდა მანქანური ან ავტომატიზებული დამუშავების შედეგად. მომსახურება მოიცავს IP-მისამართის და, შესაძლოა, სხვა მონაცემების გაგზავნას, რომლებიც Google-ს reCAPTCHA მომსახურებისთვის სჭირდება და ხორციელდება DSGVO მუხლი 6, აბზ. 1, პუნქტი f-ის შესაბამისად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, რომელიც ეხება ინტერნეტში მოქმედებების ინდივიდუალური ნების დადგენას და ბოროტად გამოყენებისა და სპამის თავიდან აცილებას.

დამატებით ინფორმაციას Google reCAPTCHA-ის შესახებ და Google-ის დეკლარაციას მონაცემთა დაცვის შესახებ გაეცნობით მისამართზე: https://www.google.com/intl/de/policies/privacy/

Google Maps-ის გამოყენება    

ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ Google-ის [Google LLC., 1600 Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043, USA (“Google”)] მომსახურებას Google Maps (API). Google Maps არის ქსელური მომსახურება ინტერაქტიური (ქვეყნის) რუკების საჩვენებლად, გეოგრაფიული ინფორმაციის ვიზუალურად წარმოჩენის მიზნით. ამ მოსახურების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ადგილსამყოფელი მიგითითოთ და ჩვენთან მოსვლა გაგიადვილოთ.

ნებისმიერი ქვეგვერდის გამოძახებისას, რომელიც Google Maps-ის რუკას შეიცავს, თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი IP-მისამართი) აშშ-ში Google-ის სერვერებს გადაეცემა და იქ ინახება. ეს ხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, უზრუნველყოფს Google მომხმარებლის ანგარიშს, რომლითაც დარეგისტრირებული ხართ, თუ მომხმარებლის ანგარიში არ არსებობს. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ Google-ში, თქვენი მონაცემები უშუალოდ თქვენს ანგარიშს მიებმება. თუ არ გსურთ Google-ში თქვენი პროფილით მიბმა, ღილაკის გააქტიურებამდე უნდა გამოხვიდეთ სისტემიდან. Google ინახავს თქვენს მონაცემებს (მათ შორის, დაურეგისტრირებელი მომხმარებლისთვისაც) მომხმარებლის პროფილის სახით და აფასებს მათ. GDPR- ის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის (f) თანახმად, ამგვარი შეფასება ხორციელდება DSGVO მუხლი 6, აბზ. 1, პუნქტი f-ის შესაბამისად Google-ის ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე, რაც ეხება პერსონალიზებული რეკლამის ასახვას, ბაზრის კვლევას და/ან ვებგვერდის მოთხოვნის შესაბამისად აწყობას. თქვენ გაქვთ უფლება, უარი თქვათ მომხმარებლის პროფილის შექმნაზე, რისთვისაც Google-ს უნდა მიმართოთ.

თუ არ გსურთ, რომ მომავალში Google Maps-ის გამოყენების ფარგლებში თქვენი მონაცემები Google-ს გადაეცეს, არსებობს შესაძლებლობა, სრულად გააუქმოთ Google Maps-ის მომსახურება, რისთვისაც თქვენს ბრაუზერში JavaScript-ის გამოყენება უნდა გამორთოთ. ამის შემდეგ შეუძლებელი იქნება ამ ვებგვერდზე Google Maps-ის და, შესაბამისად, რუკის ჩვენების გამოყენება.

Google-ის გამოყენების პირობებს გაეცნობით მისამართზე: http://www.google.de/intl/de/policies/terms/regional.html , დამატებით პირობებს Google Maps მოსახურების შესახებ ნახავთ მისამართზე: https://www.google.com/intl/de_US/help/terms_maps.html.

დეტალური ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ Google Maps-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია Google-ის ვებგვერდზე („Google Privacy Policy“): http://www.google.de/intl/de/policies/privacy/

Retargeting-Tools-ის გამოყენება

ჩვენს ვებგვერდზე https://www.weleda.de/ ჩვენ ე. წ. რეტარგეტინგის ტექნოლოგიას ვიყენებთ. ჩვენ რეტარგეტინგს იმისთვის  ვიყენებთ, რომ მოვახდინოთ ვებგვერდის ვიზიტორების მომხმარებელთა ჯგუფებად კლასიფიცირება. მომხმარებელთა ჯგუფის მიხედვით ჩვენ სხვა ვებგვერდებზე ან აპლიკაციებში ვთავაზობთ ვიზიტორებს პერსონალიზებულ რეკლამას ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

ამისთვის ჩვენ ვიყენებთ შემდეგ პროდუქტებს, რომლებსაც მომსახურების მომწოდებლები გვაწვდიან:

„Facebook Custom Audience” / „Facebook Pixel”
„Google AdWords User Lists“ / „Google Dynamic Remarketing“

„Facebook Custom Audience” და „Facebook Pixel” პროდუქტები ეკუთვნის კომპანიას Facebook Ireland Ltd., Hanover Reach, 5-7 Hanover Quay, Dublin 2, Irland („Facebook“). ჩვენი ვებგვერდი იყენებს Facebook-ის „Facebook Pixel“-ს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება Facebook-ის სერვერებს. ამ გზით Facebook-ის სერვერს გადაეცემა ინფორმაცია, რომ თქვენ ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ. ამ ინფორმაციას Facebook მომხმარებლის თქვენს პირად ანგარიშს აბამს, თუ Facebook-ზე ასეთი ანგარიში გაქვთ და თქვენ მასში შეხვედით. თუ თქვენ სხვა ვებგვერდებს სტუმრობთ, რომლებიც აგრეთვე იყენებენ პროდუქტებს „Facebook Custom Audience” / „Facebook Pixel”, ეს ინფორმაციებიც თქვენს სამომხმარებლო ანგარიშს დაუკავშირდება. მაგრამ ჩვენთვის უცნობია, სხვა კიდევ რომელ ვებგვერდებს სტუმრობთ. თუ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისას თქვენ არ ხართ შესული Facebook-ში ან არ ხართ Facebook-ის მომხმარებელი, ინფორმაცია თქვენ მიერ ვებგვერდების სტუმრობის შესახებ არ მიებმება Facebook-ის მომხმარებლის ანგარიშს.

უფრო დეტალურ ინფორმაციას Facebook-ზე თქვენი პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობების შესახებ ნახავთ Facebook-ის მონაცემთა დაცვის პირობებში მისამართზე:https://www.facebook.com/about/privacy/. კერძოდ, რა შინაარსები და ინფორმაციები გააზიარეთ Facebook-ის გამოყენების საშუალებით, შეგიძლიათ მართოთ ინსტრუმენტით „ანგარიში აქტიურობების შესახებ“ ან ჩამოტვირთოთ ინსტრუმენტის „შენი მონაცემების ჩამოტვირთვა“ საშუალებით.

„Google AdWords User Lists“ და „Google Dynamic Remarketing“ პროდუქტები ეკუთვნის Google Ireland Ltd, Gordon House, Barrow Street, Dublin 4. Irland („Google“). ჩვენი ვებგვერდი იყენებს Google-ის მიერ მოწოდებულ პიქსელს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება Google-ის სერვერებს. ამ გზით Google-ის სერვერს გადაეცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ ჩვენს ვებგვერდს ეწვიეთ. ამ ინფორმაციას Google უკავშირებს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც თქვენს ტერმინალურ ხელსაწყოზე ქუქი-ფაილის სახით ინახება ან რომელსაც თქვენი ტერმინალური ხელსაწყო უზრუნველყოფს („სარეკლამო იდენტიფიკატორი“ სმარტფონის შემთხვევაში). თუ თქვენ სხვა ვებგვერდებს სტუმრობთ, რომლებიც აგრეთვე იყენებს პროდუქტებს „Google AdWords User Lists“ / „Google Dynamic Remarketing”, ეს ინფორმაციებიც თქვენს უნიკალურ იდენტიფიკატორს დაუკავშირდება. მაგრამ ჩვენთვის უცნობია, სხვა კიდევ რომელ ვებგვერდებს სტუმრობთ.

გაპროტესტება / უარყოფა

ყოველი ინსტრუმენტისთვის ჩვენ განუსაზღვრელი ვადით ვინახვთ ერთ ქუქი-ფაილს თქვენს ტერმინალურ ხელსაწყოზე. თუ ჩვენს ვებგვერდს რამდენიმე ტერმინალური ხელსაწყოს საშუალებით იყენებთ, რეტარგეტინგის ინსტრუმენტის გამოყენება უნდა უარყოთ თითოეული ხელსაწყოსთვის, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია, ცალკეულ ვიზიტორს რამდენიმე ტერმინალური ხელსაწყო დავუკავშიროთ. თქვენი პროტესტის/უარყოფის შემდეგ ზემოთ აღწერილი პიქსელების ინტერგირება არ ხორციელდება და, შესაბამისად, არ ხდება მონაცემთა გაცვლა Facebook-თან ან Google-თან.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ პერსონალიზირებული რეკლამების ასახვა უშუალოდ სარეკლამო ქსელებიდან. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ, მაგალითად, უშუალოდ Google-ისა და Facebook-ის ვებგვერდებზე.

Adform-ის გამოყენება

ჩვენს ვებრვერდზე ვიყენებთ ინსტრუმენტს  Adform, რომლის მომწოდებელია Adform A/S Wildersgade 10B, sal. 1 DK-1408 Kopenhagen, Denmark . ეს ინსტრუმენტი აგროვებს მონაცემებს როგორც გაანალიზების, ისე მარკეტინგული და ოპტიმიზაციის მიზნებისთვის და გვეხმარება ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებებისა და ჩვენი ვებგვერდის გაუმჯობესებაში. შეგროვებულ მონაცემებს ინსტრუმენტი Adform  იმისთვის იყენებს, რომ სარეკლამო კონტაქტები და სარეკლამო განცხადებებზე დაწკაპუნებები ჩვენი ვებგვერდის გამოყენებასთან დააკავშიროს. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, ეწვია თუ არა ჩვენს ვებგვერდს ინტერნეტის მომხმარებელი, რომელმაც ჩვენი რეკლამები ნახა, და რომელი პროდუქტის მიმართ გამოიჩნა ინტერესი. ეს ჩვენი სარეკლამო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარება. შეგროვებული მონაცემები შეიძლება იმისთვისაც იქნეს გამოყენებული, რომ რეკლამა თქვენს ინტერესებზე დაყრდნობით  (მაგალითად, ნანახი პროდუქტები) გავუშვათ. მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენება ფსევდონიმური ონლაინ-საიდენტიფიკაციო ნომრები (ონლაინ-ID), როგორიცაა, მაგალითად, ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორი, IP-მისამართი, ხელსაწყოს იდენტიფიკატორი, რეკლამის იდენტიფიკატორი / IDFA (მაგალითად, ანდროიდზე ან Apple-ის სმარტფონებზე). ამ დროს არ ინახება უნიკალური პირადი მონაცემები, როგორიცაა გვარი ან მისამართი. ყველა იდენტიფიკატორი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მხოლოდ თქვენი ტერმინალური ხელსაწყოს ან თქვენი ინტერნეტბრაუზერის ამოცნობის საშუალებას იძლევა. შეგროვებული მონაცემები თქვენი სპეციალური თანხმობის გარეშე არ გამოიყენება თქვენი, როგორც ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლის, პირადი იდენტიფიცირებისთვის. სამართლებრივი საფუძველი მონაცემთა დამუშავებისთვის არის DSGVO, მუხლი 6, აბზ. 1a და 1f, ან TMG (ტელემედიის შესახებ კანონი), § 15 აბზ. 3. თუ არ გსურთ, რომ Adform-ის საშუალებით მონაცემები შეგროვდეს, შეგიძლიათ შემდეგნაირად მოიქცეთ:

ქვემოთ მოცემულ ბმულზე ნახავთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა განახორციელოთ მონაცემთა შეგროვების დეაქტივირება თქვენს კომპიუტერზე ან თქვენს მობილურ ტერმინალურ ხელსაწყოზე: https://site.adform.com/privacy-policy-opt-out/

Semasio- გამოყენება

ჩვენი ვებგვერდი იყენებს semasio-ს. ეს არის მომსახურება, რომლის მომწოდებელია ფირმა Semasio GmbH, Eppendorfer Weg 285, 20251 Hamburg. Semasio იყენებს ქუქი-ფაილებს, რომლებიც თქვენს კომპიუტერში ინახება და რომლებიც ვებგვერდის გამოყენების ანალიზის საშუალებას იძლევა. გამოყენების ფარგლებში მონაცემები, განსაკუთრებით კი მომხმარებლის IP-მისამართი და აქტიურობები, შეიძლება გადაეცეს ფირმის Semasio GmbH სერვერს და იქ შეინახოს. ამ ინფორმაციას Semasio GmbH საჭიროების შემთხვევაში გადასცემს მესამე მხარეს, თუ ამას კანონი მოითხოვს ან თუ ამ მონაცემების დამუშავებას მესამე მხარე ახორციელებს. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ პირადი მონაცემების (განსაკუთრებით თქვენი IP-მისამართის) ამოცნობასა და გადაცემაზე, ისე როგორც მათ დამუშავებაზე, რისთვისაც თქვენს ბრაუზერში უნდა გამორთოთ

Java-Script-ის განხორციელება ან დააინსტალოთ ინსტრუმენტი, როგორიცაა ‘NoScript’. დამატებითი ინფორმაცია მომწოდებლის მხრიდან მონაცემთა დაცვის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://www.semasio.com/privacy-policy/. უარყოფის ოფცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.semasio.com/privacy/optout .

AppNexus-ის გამოყენება

სარეკლამო  მიზნებისთვის ჩვენი ვებგვერდი იყენებს მომსახურებას, რომლის მომწოდებელია მესამე მხარე AppNexus Inc.,28 West 23rd Street, 4th Floor, New York, NY 10010, USA, https://www.appnexus.com („AppNexus“). ამ მიზნისთვის ჩვენს ვებგვერდზე ჩანერგილია AppNexus-ის მეთვალყურეობის პიქსელი. ამ პიქსელის საშუალებით შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორთა ქცევისთვის თვალყურის მიდევნება. აქ რომელიმე პირთან კავშირის დადგენა შეუძლებელია. მომსახურების ფარგლებში მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები გროვდება და AppNexus-ს გადაეცემა. მიზანი არის სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზირება და ინტერნეტის მომხმარებლისთვის ინტერესის შესაბამისი რეკლამის მიწოდება. თუ თქვენ ეს არ გსურთ, შეგიძლიათ AppNexus-ის მეთვალყურეობა გამორთოთ უარყოფის (Opt-out) ღილაკის გააქტიურებით ბმულზე: https://www.appnexus.com/en/company/platform-privacy-policy#choices. დამატებით ინფორმაციას მომწოდებლის მხრიდან მონაცემთა დაცვის შესახებ ნახავთ აქ:

https://www.appnexus.com/en/company/platform-privacy-

Olapic-ის გამოყენება

ამ ვებგვერდზე ჩვენ ვიყენებთ Olapic-ს, რომ მომხმარებლის მიერ შექმნილი შინაარსები ვაჩვენოთ. მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ Olapic-ის ზოგადი პირობები: http://tos.olapic.com/weleda-de/

12მონაცემთა უსაფრთხოება

სამწუხაროდ, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციების გადაცემა არასოდეს არის 100%-ით უსაფრთხო, ამიტომ ჩვენ ვერ ვიძლევით იმ მონაცემების უსაფრთხოების გარანტიას, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით ჩვენს ვებგვერდს გადაეცემა.

თუმცა ჩვენ ვიცავთ ჩვენს ვებგვერდს ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღებით, რომ ხელი შევუშალოთ თქვენს მონაცემებზე წვდომას, მათ დაკარგვას, განადგურებას, შეცვლას ან გავრცელებას.

კერძოდ, თქვენი პირადი მონაცემების გადაცემა ჩვენთან დაშიფული სახით ხორციელდება. ჩვენ ამისთვის ვიყენებთ კოდირების სისტემას SSL/TLS (Secure Sockets Layer/ Transport Layer Security). ჩვენი უსაფრთხოების ზომები მუდმივად უმჯობესდება ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.

13დაზარალებული პირის უფლებები

თუ თქვენ ითვლებით დაზარალებულ პირად DSGVO მუხლი. 4 # 1 შესაბამისად, მაშინ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით DSGV-ის მიხედვით გაქვთ შემდეგი უფლებები: კანონის ტექსტს ჩამოთვლილი უფლებებით ნახავთ მისამართზე:
https://www.bfdi.bund.de/SharedDocs/Publikationen/Infobroschueren/INFO6.html.

დადასტურებისა და ცნობის მიღების უფლება

DSGVO მუხლის 15 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენი პირადი მონაცემები და დამუშავებაზე პასუხისმგებელისგან ნებისმიერ დროს უფასოდ მიიღოთ ცნობა თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით შენახული პირადი მონაცემების შესახებ და ამ ცნობის ასლი.

შესწორების უფლება

DSGVO მუხლის 16 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული არასწორი პირადი მონაცემების დაუყოვნებლად შესწორება. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება, დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, მოითხოვოთ არასრული პირადი მოცამების შევსება – მათ შორის, დამატებითი დეკლარაციის საშუალებით.

გაუქმების/წაშლის უფლება

DSGVO მუხლის 17 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენთან დაკავშირებული პირადი მონაცემების დაუყოვნებლად გაუქმება/წაშლა, თუ DSGVO მუხლში 17 მოცემული მიზეზებიდან ერთ-ერთი სახეზეა და თუ დამუშვება საჭირო არ არის.

დამუშავების შეზღუდვის უფლება

DSGVO მუხლის 18 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა, თუ DSGVO მუხლში 18 მოცემული პირობებიდან ერთ-ერთი სახეზეა.

მონაცემთა გადაცემის უფლება

DSGVO მუხლის 20 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, სტრუქტურირებულ, ხელმისაწვდომ და მანქანის მიერ წაკითხვად ფორმატში მიიღოთ თქვენთან დაკავშირებული პირადი მონაცემები, რომლებიც ჩვენ მოგვაწოდეთ, და თქვენ გაქვთ უფლება, ეს მონაცემები ჩვენი წინააღმდეგობის გარეშე სხვა პასუხისმგებელს გადასცეთ, თუ დაცულია DSGVO მუხლის 20 სხვა მოთხოვნები.

თანხმობის გაუქმების უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გააუქმოთ პირადი მონაცემების დამუშავების თაობაზე ჩვენთვის მოცემული თანხმობა, რაც ძალაში შევა მომავალში. გთხოვთ, გაუქმების მოთხოვნა ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე გამოაგზავნოთ.

გაპროტესტების უფლება

DSGVO მუხლის 18 შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გააპროტესტოთ თქვენთან დაკავშირებული პირადი მონაცემების დამუშავება. თუ არსებობს წინაპირობები ეფექტური პროტესტისთვის, ჩვენი მხრიდან დამუშავება შეწყდება.

საზედამხედველო ორგანოში გასაჩივრების უფლება

სამართლებრივი დაცვის სხვა ადმინისტრაციული ან სასამართლო საშუალების დაზარალების გარეშე, თქვენ გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი საზედამხედველო ორგანოში, კერძოდ, თქვენი ადგილსამყოფელის,  დასაქმების ადგილის ან სავარაუდო დარღვევის ადგილის წევრ ქვეყნაში, თუ თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არღვევს DSGVO-ის მოთხოვნებს.

14თქვენი პირადი მონაცემების გაცემა

მონაცემების გაცემა ხორციელდება მაშინ, როდესაც ჩვენ კანონის მოთხოვნების და/ან ადმინისტრაციული ან სასამართლო დადგენილებების საფუძველზე გვაქვს მონაცემთა გაცემის უფლებამოსილება ან ვალდებულება. კერძოდ, ეს შეიძლება ეხებოდეს ინფორმაციის გაცემას სისხლისსამართლებრივი დევნის, საფრთხის აცილების ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მიზნებისთვის.

თუ თქვენი მონაცემები საჭირო მოცულობით გადაეცემა მომსახურების მომწოდებლებს, ამ უკანასკნელებს მხოლოდ იმდენად აქვთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე, რამდენადაც ეს მათი ამოცანების შესრულებას სჭირდება. მომსახურების ამ მომწოდებლებს აქვთ ვალდებულება, თქვენი პირადი მონაცემები მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების, კერძოდ, DSGVO-ის შესაბამისად გამოიყენონ.

გარდა ზემოთ დასახელებული გარემოებებისა, ჩვენ, როგორც წესი, არ გადავცემთ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე. კერძოდ, ჩვენ არ გადავცემთ პირად მონაცემებს მესამე ქვეყნის რომელიმე ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას.

15პირადი მონაცემების შენახვის ვადა

რაც შეეხება შენახვის ვადას, ჩვენ ვშლით პირად მონაცემებს მაშინ, როდესაც მათი შენახვა თავდაპირველი მიზნების შესასრულებლად საჭირო აღარ არის და აღარ არსებობს შენახვის კანონით განსაზღვრული ვადები. პირადი მონაცემების შენახვის საბოლოო ვადისთვის კრიტერიუმს წარმოადგენს კანონით განსაზღვრული შენახვის ვადები. ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი მონაცემები რეგულარულად იშლება. როდესაც არსებობს შენახვის ვადები, მონაცემთა დამუშავების შესაზღუდად მიმართავენ მონაცემთა დაბლოკვას.

16მითითება პირის მიერ მისი პირადი მონაცემების გაცემასთან დაკავშირებით

აქ გვსურს განგიმარტოთ, რომ პირადი მონაცემების გაცემა გარკვეულ შემთხვევებში კანონის მოთხოვნაა (მაგალითად, გადახდის მონაცემები ფასიანი შეთავაზებების ანგარიშსწორებისთვის) ან შეიძლება გამომდინარეობდეს სახელშეკრულებო დებულებებიდან. იმისთვის, რომ სრულად ისარგებლოთ ვებგვერდზე შეთავაზებული ყველა მომსახურებით, საჭიროა ჩვენთან შესაბამისი სამომხმარებლო ხელშეკრულების (გამოყენების ზოგადი პირობები) დადება ვებგვერდზე დარეგისტრირების გზით. ამ ხელშეკრულების განსახორციელებლად საჭიროა, რომ ზოგიერთი პირადი მონაცემი შეგვატყობინოთ (მაგალითად, მომხმარებლის სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელსაც ჩვენ ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში დავამუშავებთ. თუ თქვენ ამ პირად მონაცემებს არ შეგვატყობინებთ, თქვენთან ვერ დაიდება ხელშეკრულება, ხოლო თუ თქვენ მხოლოდ ნაწილობრივ მოგვაწვდით მონაცემებს, ჩვენ სრული მასშტაბით ვერ მოგემსახურებით.

17მითითებები და ბმულები

ვებგვერდების გახსნისას, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზეა მითითებული, შეიძლება განმეორებით მოგთხოვონ მონაცემები, როგორიცაა გვარი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ბრაუზერის პარამეტრები და სხვა. მონაცემთა დაცვის ეს დეკლარაცია არ არეგულირებს მესამე მხარის მიერ პირადი მონაცემების შეგროვებას, გადაცემას ან დამუშავებას. მომსახურების გარეშე მომწოდებლებს შეიძლება განსხვავებული და საკუთარი პირობები ჰქონდეთ პირადი მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენებისთვის. ამიტომ გირჩევთ, სანამ მესამე მხარის ვებგვერდზე თქვენს პირად მონაცემებს შეიყვანთ, გაეცანით მათ პრაქტიკას პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით.

18მონაცემთა დაცვის დეკლარაციის ცვლილება

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ვებგვერდს, რომ სულ უფრო უკეთესი მომსახურება შემოგთავაზოთ. მონაცემთა დაცვის ამ დეკლარაციას ჩვენ მუდმივად განვაახლებთ და შესაბამისად შევცვლით, როდესაც და რამდენადაც ეს საჭირო იქნება.

მონაცემთა დაცვის ამ დეკლარაციის შესაძლო ცვლილებების შესახებ, ცხადია, დროულად გაცნობებთ. ამას გავაკეთებთ, მაგალითად, თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული წერილის გამოზგავნის საშუალებით. გარდა

მონაცემთა დაცვის ამ დეკლარაციის შესაძლო ცვლილებების შესახებ, ცხადია, დროულად გაცნობებთ. ამას გავაკეთებთ, მაგალითად, თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული წერილის გამოზგავნის საშუალებით. გარდა ამისა, თუ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების თაობაზე საჭირო გახდა თქვენი დამატებითი თანხმობა, ჩვენ, ცხადია, ამ თანხმობას მივიღებთ, სანამ შესაბამისი ცვლილებები ძალაში შევა.

ამისა, თუ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების თაობაზე საჭირო გახდა თქვენი დამატებითი თანხმობა, ჩვენ, ცხადია, ამ თანხმობას მივიღებთ, სანამ შესაბამისი ცვლილებები ძალაში შევა.