ვეგანური
კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ხანგრძლივად ატენიანებს.
მშრალი კანის მკვებავი და დამატენიანებელი ერთად
სქინ ფუდის ღამის კრემი, „სქინ ფუდი კლასიკისგან“ განსხვავებით, სპეციალურად სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შექმნილი. მსუყე კრემი წასმისთანავე დნება კანზე, ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. სქინ ფუდის ტრადიციულ კომპოზიციას /როზმარინის, იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს, შის ცხიმსა და მზესუმზირას თესლის ზეთს/ ინკების კაკლის აღმდგენი და ტენის შემნახველი ზეთი დაემატა. კრემი ღამის განმავლობაში უჯრედების აღდგენაში ეხმარება კანს, კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დილით კანი დასვენებულია, ჯანმრთელი ფერი აქვს, აბრეშუმივით ბზინვარე და რბილია.
დერმატოლოგიურად დადასტურებულია: მყისიერად ატენიანებს კანს+ 81%, ინტენსიურად კვებავს 83%
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირის თესლის ცვილი, შის ცხიმი, გლიცერინი, ბეჰენილის სპირტი, იზოამილ ლაურატი, სკვალანი, პენტილენ გლიკოლი, ბეტაინი, საქაროზას პოლისტეარატი, ცეტილის პალმიტატი, სტეარინმჟავა, ინკების კაკლის ზეთი, სამფერა იის ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, აზიური ცენტელას ბალახის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, სპირტი, თიხამიწა, სენეგალური აკაციის გომიზი, ქსანთანი, რძემჟავა, E ვიტამინი (ტოკოფეროლი), პალმიტინის მჟავა, გლიცერილ კაპრილატი, ნატრიუმის სტეაროლგლუტამატი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, გერანიოლი, ციტრალი