კუპრუმ მეტალიკუმ 0.4% მალამო 25 გ
₾50.00
მარაგში
არტიკული:
50232
კატეგორია: ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები
აღწერა
სპილენძის მალამო აღადგენს თბორეგულაციას და მეტაბოლურ
პროცესებს შორის დარღვეულ წონასწორობას.
გამოყენების სფეროებს განეკუთვნება: გლუვკუნთოვანი სპაზმები
და კოლიკა, მათ შორის მენსტრუალური ტკივილი, ნაწლავთა
კოლიკა. თირკმელების დეგრადაციული დაავადებები. სისხლის
მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურებში, შეგუბება.
გამოყენების წესი: 1 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში,
თუ ექიმის მიერ სხვა მითითება არ არსებობს: 1 – 2 ჯერ დღეში
მტკივნეულ მიდამოზე შესაზელად.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება არ არის გამოვლენილი.
გამოყენების სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობის დროს წამალი გამოიყენება მხოლოდ
ექიმის
მეთვალყურეობით და არ ცვლის ექიმის დანიშნულ სხვა წამლებს.
განსაკუთრებით ბავშვებში, მალამოს გამოყენებამდე
მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.
ქსოვილებში წყლის შეგუბების, ღებინების, გულის რევის, დიარეის,
ქავილის, ვენური სპაზმების ან სხვა უეცრად აღმოცენებული
ჩივილისას, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში, რომელიც
შეშუპებით, კანის ფერის შეცვლით, დაჭიმულობით ან გახურებით
ან ძლიერი ტკივილით (ქვედა კიდურის ვენების დატრომბვა)
ვლინდება, ასევე გახანგრძლივებული ან გაურვეველი ჩივილების
შემთხვევებში, მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა
10 გ მალამო შეიცავს: მეტალური სპილენძი Cuprum metallicum
praeparatum M (HAB, V. 48) 0,4 გ. მალამოს ფუძე : ყვითელი
ვაზელინი, თხევადი პარაფინი.
გამოშვების ფორმა: 23 გ, მალამო გარეგანი გამოყენებისთვის
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
Weleda |
---|