აღწერა

Neurodoron®  გამოიყენება სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების,  სამსახურებრივი და სოციალური  გადაღლის,  გამოცდების შიშის,  არარითმული ცხოვრების სტილის, ემოციური გამოფიტვის, ორსულობისა და მეძუძურობის  გამო გამოწვეული შემდეგი ჩივილების დროს:  შფოთი და ნევროზული მდგომარეობა, კონცენტრაციის  და შრომისუნარის დაქვეითება,  გამოფიტვა, მომატებული გაღიზიანებადობა, შიში, დეპრესიული განწყობა, თავის ტკივილები.

ჩვენება: ნერვული სისტემის სტაბილიზაციისა და მდგრადობის ხელშეწყობა, ნევროზული გამოფიტვა, ნევროზი, ფობია, შფოთი, დეპრესიული განწყობა, რეკონვალესცენცია, თავის ტკივილები.

 

Neurodoron®  -ის შემადგენლობაში – კალიუმის დიჰიდროფოსფატი განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგრადობასა და წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებაზე.

– ოქრო  თერაპიულ ეფექტს ავლენს გულსისხლძარღვთა სისტემის სტაბილიზაციასა და  დატვირთვისადმი ამტანობის გაზრდაში. ასევე აუმჯობესებს განწყობას მსუბუქი და საშუალო  დეპრესიის დროს.

-Ferrum-Quarz -ი არეგულირებს ორგანოთა სისტემაში მიმდინარე პროცესების კოორდინაციას.

ნეიროდორონი® ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ:
ხორბლის სახამებლის მიმართ ზემგრძნობელობის და  ლაქტოზის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში. ასევე 12 წლამდე ბავშვებში არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება. ამიტომ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული.

დოზირება:

მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. ტაბლეტები გაწუწნეთ ან მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად მიიღეთ.

გამოყენების ხანგრძლივობა:

მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ ამ ხნის განმავლობაში გაუმჯობესება არ დადგა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციით უნდა დადგინდეს.

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:  მეტალური ოქროს პრეპარატის ტრიტურაცია D10  83,3 მგ / კალიუმის დიჰიდროფოსფატის ტრიტურაცია D6 83,3 მგ / რკინა-კვარცის ტრიტურაცია D2 8,3 მგ. სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda