აღწერა

Menodoron® 50 ml – მენოდორონს გააჩნია მენსტრუალური რიტმის მარეგულირებელი თვისებები. გამოიყენება მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჩივილების დროს, როგორიცაა: ტკივილი და დისკომფორტი მენსტრუაციის დროს; გახანგრძლივებული, გაძლიერებული სისხლდენა; არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, რომლის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს: ენდოკრინული დისფუნქცია უპირატესად პრემენოპაუზაში, ვეგეტატიური ჩივილები, ემოციური გადატვირთვა, პოლიპები და მიომები საშვილოსნოში. მექანიკური კონტრაცეპტივები.

ჩვენება:მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მაგალითად, გახანგრძლივებული ან მტკივნეული მენსტრუაცია (მენორაგია, დისმენორეა), არარეგულარული თვიური რიტმი (მენსტრუალური ციკლის ანომალია).

უკუჩვენება:

ფარსმანდუკის ან სხვა რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობა

ცნობა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 გ მენოდორონი® (დაახლოებით 25 წვეთი) 0,2 გ საქაროზას შეესაბამება.

გამოყენების წესი: მენოდორონი® 2-3 თვის  განმავლობაში უნდა მიიღოთ. მენსტრუაციის დროს წამლის მიღება უნდა შეწყვიტოთ.  მიიღება: 15-30 წვეთი   2-3-ჯერ დღეში. შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.

რეკომენდირებულია შესაბამისი დოზა წყალში გაზავებული სახით მიიღოთ.

სითხის შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა წამლის ეფექტურობასა და უვნებლობაზე არ აისახება. იმისთვის, რომ წამალი გადმოსხმისას თანაბრად იყოს განაწილებული, გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.

შემადგენლობა:

10 გრ შეიცავს: მაიორანის  მშრალი ნაყოფის (1:3) 0,3 გ და მუხის მშრალი ქერქის (1:3) 1,5 გ სპირტიანი მონახარშები / ფარსმანდუკის  მშრალი ყვავილის (1:5) 2,0 გ; წიწმატურას  მშრალი ბალახის (1:5) 1,5 გ; მაიორანის  მშრალი ბალახის (1:5) 1,5 გ; ჭინჭრის  მშრალი ყვავილის (1:6) 1,2 გ სპირტიანი გამონაცემები./ სხვა ინგრედიენტი: საქაროზა (შაქარი).

1 გ მენოდორონი® დახლოებით 25 წვეთს შეესაბამება.

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda