კეფალოდორონი 5 % 100 ტაბ.
₾46.00
9 საწყობშია
Kephalodoron 5% N100 Tab.
გამოყენების სფეროს მიეკუთვნება: სისხლძარღვებით გაპირობებული თავის ტკივილები, შაკიკი, ჩივილები ტვინის შერყევის შემდეგ; ნერვული გამოფიტვის მდგომარეობები, განსაკუთრებით, კონსტიტუციური ხასიათის.
უკუჩვენება:
– სიდეროზის და ჰემოქრომატოზის დროს,
– დაავადებების დროს, რომლებსაც ახლავს სისხლის წითელი ბურთულაკების გაძლიერებული დაშლა (ქრონიკული ჰემოლიზები),
– ხორბლის სახამებლის ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში,
– 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, თაფლის შემცველობის გამო.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
განმეორებადი, გახანგრძლივებული ან გაურკვეველი ჩივილების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს.
ბავშვები:
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კეფალოდორონი® 5% ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
როგორც ყველა სხვა მედიკამენტი, ორსულობისა და ძუძუთუ კვების პერიოდში კეფალოდორონი® 5% ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რკინის შემცველი მედკამენტები ერთდროულად მიღებული ტეტრაციკლინების რეზორბციას აფერხებს. ამიტომ ტეტრაციკლინის შემცველი მედიკამენტებით მკურნალობისას კეფალოდორონი® 5% ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ.
ალუმინის, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდები (კუჭის წვენის სიჭარბის საწინააღმდეგო მედიკამენტები) და ქოლესტირამინი (მედიკამენტი ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ) ამცირებს რკინის შეთვისებას და ამიტომ შეიძლება შეასუსტოს კეფალოდორონი® 5% ტაბლეტების ეფექტურობა.
ეს ეხება აგრეთვე შავ ჩაის, ყავას, რძესა და ალკოჰოლს. ამიტომ კეფალოდორონი® 5% ტაბლეტები ამ სითხეებთან ერთად არ უნდა მიიღოთ.
მნიშვნელოვანი ცნობები კეფალოდორონი® 5%-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ეს პრეპარატი ლაქტოზას შეიცავს. ამიტომ ტაბლეტები მხოლოდ თქვენს ექმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ, თუ იცით, რომ გარკვეული სახის შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვთ.
ხორბლის სახამებელი შეიძლება უმნიშვნელო რაოდენობით გლუტენს შეიცავდეს, მაგრამ ის ცელიაკიით დაავადებული პაციენტებსთვისაც ასატანად ითვლება.
მიღების წესი:
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიღებული დოზირება ასეთია:
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში; ბავშვები 5 წლის ასაკს ზევით: 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში.
კეფალოდორონი® 5% ტაბლეტები დაუღეჭავად უნდა მიიღოთ წყალთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა:
მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 3 დღის განმავლობაში მდგომარება არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თუ კეფალოდორონი® 5%-ის მიღება დაგავიწყდათ:
არ მიღოთ ორმაგი დოზა, თუ წინა ჯერზე მედიკამენტის მიღება დაგავიწყდათ.
გთხოვთ, დაეკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამ მედიკამენტის გამოყენების სისწორეში ეჭვი გეპარებათ.
გვერდითი მოვლენები:
ხორბლის სახამებელს შეუძლია ზემგრძნობელობის რეაქციების გამოწვევა.
კეფალოდორონი® 5% ტაბლეტების მიღებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განავლის ფერის გამუქებას. ეს რკინის შემცველობით აიხსნება და სრულიად უსაფრთხოა.
მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში კეფალოდორონი® 5% ტაბლეტების მიღების შემდეგ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სიმძიმის შეგრძნება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მიიღოთ კეფალოდორონი® 0,1% ტაბლეტები.
თუ გადაყლაპვამდე კეფალოდორონი® 5% ტაბლეტებს გაღეჭავთ, რკინის შემცველობის გამო შეიძლება შეგეფეროთ კბილები და იგრძნოთ მეტალის გემო.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური სუბსტანცია: რკინა-კვარცის პირველადი სუბსტანცია 10 მგ.
(1 გ საწყისი სუბსტანცია შეიცავს: რკინის სულფატი 0,64 გ, თაფლი 0,32 გ, ღვინო 0,02 გ და კვარცი 0,16 გ.)
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
100 ტაბ.[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]
ბრენდი |
Weleda |
---|