აღწერა

Cardiodoron 5% N8 Amp. კარდიოდორონი

გულ-სისხლძარღვთა  სისტემის საბაზისო სამკურნალო საშუალება. გულის ფუნქციის მარეგულირებელი,  უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა რითმული პროცესის ინტეგრაციას და  კოორდინაციას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ჩივილების დროს, ოპტიმალურად აწონასწორებს პათოლოგიურ ცვალებადობას ბრადი- და ტაქიკარდიას,  ჰიპო- და ჰიპერტენზიას შორის.  აღსანიშნავია  გულისცემის სიხშირის ნორმალიზება, ღამით სუნთქვისა და პულსის რითმის კოორდინირება და დღის განავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბლიზაცია.

Cardiodoron® -ი გამოიყენება  როგორც გულის დამცავი  ისეთი ქრონიკული თუ მწვავე  დაავადებების დროს, რომელიც მომატებულ რისკს წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვებისთვის, როგორებიცაა  მაგალითად: დეპრესია, სიმსივნე, ინფექციური  და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ზოგადად  სტრესით განპირობებული დაავადებები.  ასევე ცირკაიდული რიტმის დარღვევა,  ძილთან დაკავშირებული, განსაკუთრებით კი „გულის ფრიალით“ გამოწვეული  ჩაძინების პრობლემა.

ჩვენება: ვეგეტატიური სისტემის რითმებისა და კოორდინაციის დარღვევა, მათ შორის გულის რითმის, ძილის დარღვევები; დისკარდიები, ორთოსტატიული დისრეგულაციები, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები ინფექციური დაავადებების დროსა და მათ შემდეგ.

ბავშვებში 12 წლამდე კარდიოდორონის საინექციო ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.

დოზირება:  კვირაში 2-ჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ  1 ამპ. (1 მლ.) კანქვეშა ინექცია.

1მლ საინექციო ხსნარის შემადგენლობა:  ბრტყელეკალას ყვავილების  წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100მგ/ ფურისულას ყვავილების  წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100მგ

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda