აღწერა

ალერგიული დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი წამალი

ჩვენება: ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა; ალერგიული რინიტი; სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, მაგ:  პოლინოზი (მცენარეთა მტვერის მიმართ ალერგია)

შემადგენლობა: 1 ამპულა შეიცავს: ლიმონის  წვენი ( Citrus limon, Succus)  40მგ /კომშის  ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (Cydonia oblonga, Fructus rec.) (1:2,1) 60მგ

უკუჩვენება: ციტრუსის  მიმართ მომატებული ზემგრძნობელობა.

გამოყენების წესი: საინიექციო ხსნარი  კანქვეშა ინიექციისთის ან საინჰალაციოდ

  • პროფილაქტიკური ფაზა:

პროფილაქტიკური მიზნით გენციდოს გამოყენებას შეძლებისდაგვარად უკვე იანვარში ან თებერვალში იწყებენ. კვირაში 1-2-ჯერ 1 მლ საინიექციო ხსნარი  კანქვეშა ინექციისთვის.

პროფილაქტიკური მკურნალობა რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს კურსის სახით, ადრე გაზაფხულიდან.

  • სამკურნალო ფაზა: დღეში ერთხელ 1 მლ გენციდო 5%  კანქვეშა ინექციისთვის.

კანქვეშა ინიექცია კეთდება უპირატესად კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.

  • ინჰალაცია

ინჰალაცია ხორციელდება ინჰალატორის დახმარებით. ინჰალაციისთვის გამოიყენება 1-2 მლ საინიექციო ხსნარი დღეში 1-2-ჯერ. აპარატის მწარმოებლისა და მკურნალი ექიმის მითითების მიხედვით შესაძლებელია საინიექციო ხსნარის ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავება 1:1 _ 1:2 პროპორციით.

10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიექციების ნაცვლად მიმართავენ ინჰალაციას. ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის.

10 წლის ასაკს ზემოთ  მწვავე სტადიაში ინიექციებთან ერთად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინჰალაციაც.

 

 

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda