გენციდო 1% 8 ამპ.
₾69.00
6 საწყობშია
ალერგიული დაავადებების სამკურნალო ბუნებრივი წამალი
ჩვენება: ალერგიული დაავადებების პრევენცია და მკურნალობა; ალერგიული რინიტი; სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები, მაგ: პოლინოზი (მცენარეთა მტვერის მიმართ ალერგია)
შემადგენლობა: 1 ამპულა შეიცავს: ლიმონის წვენი ( Citrus limon, Succus) 8 მგ /კომშის ნედლი ნაყოფის წყლიანი ექსტრაქტი (Cydonia oblonga, Fructus rec.) (1:2,1) 12 მგ
უკუჩვენება: ციტრუსის მიმართ მომატებული ზემგრძნობელობა.
გამოყენების წესი: საინიექციო ხსნარი კანქვეშა ინიექციისთის ან საინჰალაციოდ
- პროფილაქტიკური ფაზა:
პროფილაქტიკური მიზნით გენციდოს გამოყენებას შეძლებისდაგვარად უკვე იანვარში ან თებერვალში იწყებენ. კვირაში 1-2-ჯერ 1 მლ საინიექციო ხსნარი კანქვეშა ინექციისთვის. ალერგიული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იზრდება გენციდოს (5%) კონცენტრაცია.
პროფილაქტიკური მკურნალობა რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს კურსის სახით, ადრე გაზაფხულიდან.
- სამკურნალო ფაზა: დღეში ერთხელ 1 მლ გენციდო 1% კანქვეშა ინექციისთვის.
კანქვეშა ინიექცია კეთდება უპირატესად კეფის მიდამოში ან მკლავის გარე ზედაპირზე.
- ინჰალაცია
ინჰალაცია ხორციელდება ინჰალატორის დახმარებით. ინჰალაციისთვის გამოიყენება 1-2 მლ საინიექციო ხსნარი დღეში 1-2-ჯერ. აპარატის მწარმოებლისა და მკურნალი ექიმის მითითების მიხედვით შესაძლებელია საინიექციო ხსნარის ფიზიოლოგიური ხსნარით გაზავება 1:1 _ 1:2 პროპორციით.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიექციების ნაცვლად შესაძლოა ინჰალაცია. ბავშვმა იმდენჯერ უნდა შეისუნთქოს, რამდენი წლისაც არის.
10 წლის ასაკს ზემოთ მწვავე სტადიაში ინიექციებთან ერთად დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინჰალაციაც.
ბრენდი |
Weleda |
---|