Weleda Hustenelixier – ხველების ელექსირი ამშვიდებს ხველის შეტევას, აქვს სეკრეტოლიზური მოქმედება, აიოლებს ამოხველებას რაც თავისმხრივ ხელს უწყობს სასუნთქი გზების ვირუსებისა და ბაქტერიებისგან გათავისუფლებას.
ტუხტის ფესვის ექსტრაქტი იცავს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსებს და ამცირებს სპაზმებს. ანისული და მცოცავი ბეგქონდარა შლის ნახველს. ბეგქონარას აქვს გამათბობელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები და დროზერას ექსტრაქტთან ერთად აიოლებს ამოხველებას.
გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება: სასუნთქი გზების მწვავე კატარული ანთებითი დაავადებები; სქელი ლორწოს ამოხველების ხელშესაწყობად და ხველების შესამსუბუქებლად.
ველედა ხველების ელექსირი არ უნდა გამოიყენოთ:
- თუ თქვენ ზემგრძნობელობა გაქვთ ანისულის, ანეთოლის, ბეგქონდარას ან სხვა ტუჩოსანთა მიმართ, აგრეთვე არყის ხის, მამულას, ნიახურის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- შაქრის შემცველობის გამო, დიაბეტით დაავადებულმა პირებმა.
- 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.
დოზირება:
ყოველ სამ საათში ერთხელ 5 მლ ელექსირი ინიშნება უფროსებსა და 6 წლის ზევით ბავშვებში, ხოლო 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – დღეში სამჯერ 1,25 -2,5 მლ . ელექსირის მიღება უმჯობესია თბილ ჩაიში გახსნილი სახით. ელექსირის გადმოსხმის შემდეგ ბოთლის ყელი გაასუფთავეთ, რომ დაკრისტალებული შაქრის გამო სახურავი არ მიეკრას.
მკურნალობა ორ კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ ველედას ხველების ელექსირი მაცივარში შეინახეთ 2-8 ºC ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
100 გ (= 76 მლ) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: 0,6 გ ტუხტის ფესვის წყლიანი ექსტრაქტი 5 გ / 0,15 გ ხებალახას ღეროების, 0,35 გ ფოლორცის ბალახის , 0,5 გ ანისულის ნაყოფის, 0,35 გ მცოცავი ბეგქონდარას ბალახის და 2,85 გ ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახის წყლიანი მონახარში 30 გ / დროზერას ხსნარი D2 0,1 გ / ალაოს ექსტრაქტი 5 გ / იპეკაკუანას სპირტიანი მონახარში Ø (=D1) 0,1 გ / მედგარას ხსნარი D3 0,01 გ. / სხვა ინგრედიენტი: საქაროზა.