ტაბაკუმ კუპრო კულტა რჰ D3

90.00

2 საწყობშია

არტიკული: 0855 კატეგორია:
აღწერა
  • Tabacum Cupro cultum Rh D3 – ტაბაკუმ კუპრო კულტა რჰ D3
    გლუვი კუნთების სპაზმები კუჭნაწლავის, სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემაში
    1. რა უნდა გაითვალისწინოთ Tabacum Cupro cultum Rh D3-ის გამოყენებამდე?
    უკუჩვენება:არ არის გამოვლენილი.
    გამოყენების სიფრთხილის ზომები: ღებინების, ჰაერის უკმარისობის, ტკივილის,
    ხელების ან თითების გაფითრების და გაცივების შემთხვევაში სასწრაფოდ
    მიმართეთექიმს.
    ბავშვები: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება, რადგან არ არსებობს
    საკმარისი დოკუმენტური მასალა გამოყენების შესახებ.
    ორსულობა და ლაქტაცია: როგორც ყველა წამლის, ისე ამ შემთხვევაშიც
    გამოყენებამდე კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
    სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის გამოვლენილი
    2. როგორ გამოიყენება Tabacum Cupro cultum Rh D3?
    თუ სხვა მითითება არ არსებობს ყოველდღე, ან 2- ჯერ კვირაში კანქეშ
    საინექციოდ.
    კანქვეშა ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ბარძაყზე ან ზედა მხარზე. შესაძლოა
    მუცელზეც. საინექციო არის გასუფთავების შემდგომ (მაგ. 70% ეთანოლით)
    მოიხელთეთ საინექციო არე და ინსულინის შპრიცი დახრილი კუთხით დაარჭეთ.
    თუ სისხლის წვეთი გამოვა, ე.ი კაპილარზე მოხვდით. ამ შემთხვევაში ინექცია
    სხვა ადგილას გააკეთეთ. თუ სისხლის წვეთი არ წამოვა ნელა შეუშვით წამალი,
    კანულა ამოაძრეთ და ნანემსარზე ბამბით მცირე ზეწოლა გააკეთეთ.
    სასურველია ინექცია გაააკეთოს პროფესიონალმა.
    გამოყენების ხანგრძლივობა: მწვავე მდგომარეობის მკურნალობა უნდა
    დასრულდეს 1 კვირაში, თუ 2 დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება
    მიმართეთ ექიმს. ქრონიკული პროცესის მკურნალობის ხანგრძლივობას
    განსაზღვრავს ექიმი.
    3. რა გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება იჩინოს თავი?
    გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
    1 ამპულა (1მლ) შეიცავს მოქმედი ნივთიერებას: Tabacum Cupro
    cultum Rh D3 1 ml, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი
    გამოშვების ფორმა და შეფუთვა
    8 ამპულა 1 მლ. საინექციო ხსნარი.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda