ხელს უშლის სტრიების გაჩენას, აუფერულებს ახლად გაჩენილ სტრიებს, კვებავს
და ელასტიურობას მატებს კანს.
ორსულთა კანის მოსავლელი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ მუცლის, თეძოების და
მკერდის არეში. ნუშის რბილი ზეთის, ჟოჟობას და E ვიტამინით მდიდარი
ხორბლის ჩანასახის ზეთი არნიკას ყვავილის ზეთოვან ექსტრაქტთან ერთად
კვებავს და ელასტიურობას მატებს კანს. ამშვიდებს მოჭიმულ და დაძაბულ კანს
და ამცირებს ქავილის შეგრძნებას. მშრალი და პრობლემური კანის შემთხვევაში
ზეთის გამოყენება უმჯობესია ორსულობის პირველი თვიდან დაიწყოთ და
მშობიარობის შემდეგ გააგრძელოთ. ზეთი შეგიძლიათ მკერდის არეში ძუძუთი
კვების დროსაც გამოიყენოთ. ახლად წარმოქმნილი წითელი სტრიების
შემთხვევაში ზეთის რეგულარული გამოყენება საგრძნობლად აუმჯობესებს კანის
მდგომარეობას.
ზეთი რეკომენდებულია გარდამავალი ასაკის გოგონებისა და ბიჭებისათვის
კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს გაჩენილი სტრიების მოსავლელად,
ასევე სხვადასხვა ასაკში წონის ხშირი ცვალებადობის დროს მოდუნებული და
ნახეთქებიანი კანის მოსავლელად.
შემადგენლობა: ნუშის ზეთი, ჟოჟობას ზეთი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, არნიკას
ყვავილის ფურცლების ექსტარქტი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი*:
ლიმონენი*, ლინალოოლი*, ციტრონელოლი*, გერანიოლი*, ციტრალი*,
ევგენოლი*, ფარნეზოლი* ცხიმების შემცველობა: 99,0%
დერმატოლოგიურად დადასტურებულია: გრძელვადიანმა დერმატოლოგიურმა
ანალიზმა დაადასტურა პროდუქტის მაღალი ეფექტურობა სტრიების
პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე ახლად გაჩენილი წითელი სტრიების
შემთხვევაში.
კანის სიგლუვე:
2 თვეში: + 21% 4 თვეში: +77%
კანის ელასტიკურობა:
2 თვეში: + 61% 4 თვეში: +17%