გამოიყენება მონელების ფუნქციური დარღვევის დროს: უმადობა და გულძმარვა, ხსნის სიმძიმის, სისავსის და ღებინების შეგრძნებას ჭამის შემდეგ, ააქტიურებს მომნელებელი წვენების გამოყოფას
WELEDA AMARA-TROPFEN არის 9 სამკურნალო მცენარის კომპოზიცია, რომლებიც მწარე ნივთიერებებს შეიცავენ.
მწარე ნივთიერებებს გააჩნია: მატონიზირებელი, მადის მომგვრელი, ნერწყვის და კუჭის წვენის სეკრეციის (პეპსინი, მარილმჟავა) გამაქტიურებელი თვისებები.
მწარე ნივთიერებები პოზიტიურ გავლენას ახდენენ კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკაზე
გამოიყენება
საჭმლის მომნელებელი წვენების სინთეზისა და სეკრეციის ფუნქციური მოშლისას; კუჭისა და წვრილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევისა და ამით გამოწვეული მდგომარეობებისას, როგორიცაა გულძმარვა, უმადობა, გულისრევა, ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება.
მწარე წვეთები არ უნდა გამოიყენოთ:
- ვარდკაჭაჭას ან სხვა რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში.
ღვიძლის დაავადებების მქონე პირებმა მწარე წვეთები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ. ასევე 1 წლამდე ასაკის ჩვილებში მწარე წვეთები არ უნდა გამოიყენოთ, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.
უმადობის შემთხვევაში მწარე წვეთები მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის შემთხვევაში და ისეთი ჩივილების დროს, როგორიცაა გულისრევის ან სიმძიმის შეგრძნება, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად მწარე წვეთები საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ, უმჯობესია წყალში გაზავებული სახით.
დოზირება:
- მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 10-15 წვეთი;
- 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 5-8 წვეთი;
- 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-5 წვეთი.
შემადგენლობა:
10 გ (= 10,4 მლ) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: აბზინდის ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,15 გ / ასისთავას ბალახის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,075 გ / ვარდკაჭაჭას მთელი მცენარის სპირტიანი ექსტარქტი (1:2,3) 0,6 გ / ნაღველას სპირტიანი მონახარში Ø 0,36 გ / ღვიის ღეროს სპირტიანი გამონაცემი Ø (HAB, V. 20) 0,05 გ / ფარსმანდუკის ბალახის სპირტიანი გამონაცემიØ (HAB, V. 20) 2,0 გ / ტყის კამის ფესურის სპირტიანი მონახარში (1:2,15) 0,15 გ / სალბის სპირტიანი გამონაცემი Ø 1,0 გ / ბაბუაწვერას ნაყენი Ø 0,32 გ./ სხვა ინგრედიენტები: 96% ეთანოლი, გამოხდილი წყალი.