Cardiodoron 5% N8 Amp. კარდიოდორონი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის საბაზისო სამკურნალო საშუალება. გულის ფუნქციის მარეგულირებელი, უზრუნველყოფს ორგანიზმის სხვადასხვა რითმული პროცესის ინტეგრაციას და კოორდინაციას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ჩივილების დროს, ოპტიმალურად აწონასწორებს პათოლოგიურ ცვალებადობას ბრადი- და ტაქიკარდიას, ჰიპო- და ჰიპერტენზიას შორის. აღსანიშნავია გულისცემის სიხშირის ნორმალიზება, ღამით სუნთქვისა და პულსის რითმის კოორდინირება და დღის განავლობაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბლიზაცია.
Cardiodoron® -ი გამოიყენება როგორც გულის დამცავი ისეთი ქრონიკული თუ მწვავე დაავადებების დროს, რომელიც მომატებულ რისკს წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვებისთვის, როგორებიცაა მაგალითად: დეპრესია, სიმსივნე, ინფექციური და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და ზოგადად სტრესით განპირობებული დაავადებები. ასევე ცირკაიდული რიტმის დარღვევა, ძილთან დაკავშირებული, განსაკუთრებით კი „გულის ფრიალით“ გამოწვეული ჩაძინების პრობლემა.
ჩვენება: ვეგეტატიური სისტემის რითმებისა და კოორდინაციის დარღვევა, მათ შორის გულის რითმის, ძილის დარღვევები; დისკარდიები, ორთოსტატიული დისრეგულაციები, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები ინფექციური დაავადებების დროსა და მათ შემდეგ.
ბავშვებში 12 წლამდე კარდიოდორონის საინექციო ხსნარი არ უნდა გამოიყენოთ, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.
დოზირება: კვირაში 2-ჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ 1 ამპ. (1 მლ.) კანქვეშა ინექცია.
1მლ საინექციო ხსნარის შემადგენლობა: ბრტყელეკალას ყვავილების წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100მგ/ ფურისულას ყვავილების წყლიანი დიგესციო ლენცოფასთან ერთად 100მგ