კარდიოდორონი® რჰ
ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები: ბრტყელეკალას, ფურისულას და ლენცოფას დედო ხსნარები.
დანიშნულება:
ადამიანისა და ბუნების შესახებ ანთროპოსოფიული ცოდნის შესაბამისად გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება: ვეგეტატიური რიტმებისა და მათი კოორდინაციის დარღვევები, პირველ რიგში, გულის რიტმის დარღვევები; ძილის დარღვევები; დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში (დისკარდიები) და სისხლის არათანაბარი მიმოქცევა არტერიული წნევის ცვალებადობით (ორთოსტატიკური რეგულაციის დარღვევები), აგრეთვე გულისა და სისხლის მიმოქცევის ფუნქციური დარღვევები ინფექციური დაავადებების დროს და მათ შემდგომ.
კარდიოდორონი® რჰ არ უნდა მიიღოთ,
თუ თქვენ ფურისულასებრთა ან ხორბლის სახამებლის მიმართ ზემგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
გულის არეში ტკივილების დროს, რომლებიც მკლავებს, მუცლის ზედა არეს ან ყელის მიდამოს გადაეცემა, აგრეთვე ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში დაუყოვნებლად საჭიროა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება.
გახანგრძლივებული ან განმეორებადი ჩივილების შემთხვევაში გთხოვთ, ექიმს მიმართოთ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
როგორც ყველა სხვა წამალი, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში კარდიოდორონი® რჰ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის ცნობილი.
ეს წამალი ლაქტოზას შეიცავს. ამიტომ გთხოვთ, ის მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღოთ, თუ იცით, რომ გარკვეული სახის შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვთ.
ეს წამალი მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს გლუტენს (ხორბლის სახამებლიდან). ითვლება, რომ ის გლუტენისგან თავისუფალია და თუ თქვენ ცელიაკია გაქვთ, უკიდურესად დაბალია იმის ალბათობა, რომ პრობლემები შეგექმნათ. ერთი ტაბლეტი შეიცავს არაუმეტეს 2.0 მიკროგრამ გლუტენს. თუ თქვენ ხორბლის მიმართ ალერგია გაქვთ (ეს იგივე არ არის, რაც ცელიაკია), ეს წამალი არ უნდა მიიღოთ.
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, დოზირება ასეთია:
მოზარდები და ზრდასრულები 1 – 2 ტაბლეტი
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 1 ტაბლეტი
6 წლამდე ასაკის ბავშვები 1/2 ტაბლეტი
ჩვილები წოვის სირთულის შემთხვევაში 1/2 ტაბლეტი
ყველა ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში, მცირეწლოვანი ბავშვებიდან დაწყებული და უფროსებით დამთავრებული, წამალი დღეში 1 – 3-ჯერ მიიღება. ჩვილებს ეძლევა ერთჯერადი დოზა ყოველი კვების წინ.
კარდიოდორონი® რჰ მიიღება ჭამის წინ, შეიძლება წყალთან ერთად. 6 წლამდე ასაკის ბავშვები ტაბლეტებს დაფხვნილი სახით ან წყალში ან ჩაიში გახსნილი სახით იღებენ. ჩვილების შემთხვევაში ტაბლეტებს მცირე რაოდენობის ჩაიში ხსნიან.
გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი ადგენს.
თუ კარდიოდორონი® რჰ-ის მიღება დაგავიწყდათ:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ წინა ჯერზე დოზის მიღება დაგავიწყდათ.
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ბრტყელეკალას ყვავილის რჰ Ø (HAB, V. 21) 5 მგ / ფურისულას ყვავილის რჰ Ø (HAB, V. 21) 5 მგ / ლენცოფას ბალახის ღჰ Ø (HAB, V. 21) 0,2 მგ გამშრალი პრეპარატი.
სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
100 ტაბლეტი