აღწერა

Calmedoron® ძველი სახელია:  ავენა სატივა კომპ.

Calmedoron® ამშვიდებს გაღიზიანებულ და აღგზნებულ ნერვებს. ხსნის შფოთს და დაძაბულობას. ახდენს დღე-ღამის რიტმის სტაბილიზაციას. აიოლებს ჩაძინებას.

ჩვენება: ძილის დარღვევა, ნევროზი

  • შვრია: ახდენს დღეღამური რიტმების სტაბილიზაციას და ამასთან გააჩნია დამამშვიდებელი და ნერვული სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება.
  • სვია: მის ფისოვან და მწარე ნივთიერებებს აქვს დამამშვიდებელი და მონელების ხელშემწყობი თვისებები.
  • ვნების ყვავილი:  ძილის მომწესრიგებელი,დამამშვიდებელი, სპაზმებისა  და დაძაბულობის მომხსნელი.
  • კატაბალახა: კომპლექსურად მოქმედებს მასში შემავალი ეთერზეთების და სხვა ნვთიერებების მეშვეობით, რომელთაც გააჩნია მკვეთრად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი.
  • Coffea tosta D60 (ყავა): ჰომეოპათიური პრინციპების მიხედვით ყავა განზავების მაღალ ხარისხში ხსნის გულის ფრიალს, შფოთსა და უძილობას.

 

კალმედორონი® არ უნდა მიიღოთ:

  •  თუ თქვენ ზემგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ძილისმომგვრელი მოქმედების მქონე მედიკამენტებს, დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაშიც, შეუძლია რეაქციის უნარის დაქვეითების გამოწვევა, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მანქანების მომსახურების დროს.

ერთჯერადი დოზირება:

  • მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკს ზემოთ       15 გლობულა
  • 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები    10 გლობულა
  • 1 წლამდე ასაკის ჩვილები  5 გლობულა

ძილის დარღვევის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა საღამოს, ძილის წინ მიიღება, ნევროზული მდგომარეობის დროს შესაბამისი დოზა დღეში ერთხელ მიიღება.

გლობულები პირის ღრუში დააყოვნეთ და გაწუწნეთ.

თუ დაავადების სურათი გაუარესდა ან 2 კვირის შემდეგ არ დადგა გაუმჯობესება, ექიმს უნდა მიმართოთ.

ზოგჯერ გლობულები შეიძლება ერთმანეთს შეეწებოს. როგორც წესი, გლობულები ადვილად სცილდება ერთმანეთს, როგორც კი ბოთლს შეანჯღრევთ.

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 ºC-ს.

შემადგენლობა:

10 გ გლობულები შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: ჩვეულებრივი შვრიის   დედო ნაყენი   Ø 0,5 გ / სვიის  დედო ნაყენი  Ø 0,024 გ / პასიფლორას  დედო ნაყენი  Ø 0,15 გ / კატაბალახას სპირტიანი გამონახარში Ø 0,3 გ / მოხალული ყავის  სპირტიანი მონახარში D60 0,1 გ.

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda