თმის გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინის ზეთით თმის ცვენის და ქავილის საწინააღმდეგო ვეგანური გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინის ზეთით, პირშუშხასა და მსუქანას ფოთლის ექსტრაქტებით თავის კანის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გაწითლებულ თავის კანს. თმის ძირებს აძლიერებს და ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას. ტონიკი გამოსადეგია როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის. ტონიკი მალე შრება და არ აზეთიანებს თმას, ამიტომ მისი გამოყენების დროს არ არის აუცილებელი სახლში დარჩეთ ან თქვენი ვარცხნილობა შეცვალოთ. ტონიკის გამოყენება ასევე რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ გაძლიერებული თმის ცვენის დროს, გარემო ფაქტორების გამო დაზიანებული თმის, ხშირი ღებვისა და ცხელი საშრობით გამომშრალი კანისა და თმის აღსადგენად. მცირე რაოდენობის თმის ტონიკი ყოველდღე დილით და საღამოს თითის წვერებით შეიზილეთ თავის კანში. უმჯობესია ნოტიო კანზე. არ ჩამოიბანოთ. მშრალი თავის კანის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე წვეთი ველედას თმის ზეთის დამატებაც. თმის ცვენის სამკურნალოდ ეს პროცედურა 10-15 დღის განმავლობაში გააგრძელეთ. ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად საკმარისია კვირაში ერთხელ, თმის დაბანის შემდეგ. შემადგენლობა: წყალი, სპირტი, პირშუშხას ექსტრაქტი, მსუქანას ექსტრაქტი, როზმარინის ზეთი, კალიუმის კარბონატი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი (ლიმონენი, ლინალოოლი, გერანიოლი).
თმის გამაცოცხლებელი ტონიკი როზმარინით
₾43.50
ველედას ყველაზე ხანდაზმული პროდუქტი – ხელახლა დადასტურებული ეფექტურობით! ამცირებს თმის ცვენას და ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას.
100 მლ
156 საწყობშია
არტიკული:
5716
კატეგორია: თმის მოვლა და შამპუნები