ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი. გამოიყენება ზედაპირული ნაკაწრების და ჭრილობების, ასევე ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ.
გულყვითელას გამონაწვლილის შემცველი მალამო ააქტიურებს განკურნების პროცესებს და თრგუნავს ანთების გამომწვევი მიკრობების ზრდას. მალამო ხელს უწყობს დაზიანებული კანის რეგენერაციას.
შემადგენლობა: 10 გრ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს: Calendula officinalis 2a Ø 2 g.გულყვითელას დედოხსნარი
მალამოს ფუძე: რაფინირებული სეზამის ზეთი, ცვილი, ყვითელი სანთელი, ცვილის სპირტები, გამოხდილი წყალი.
გამოყენების წესი:
გამოყენების წესი:
გამოიყენება 0 + ასაკიდან
გამოიყენება ჭრილობაზე წასასმელად.
რამდენჯერმე დღეში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 25 გრამი, მალამო