ბერბერის პლანტა ტოტა/ ურტიკა ურენს 200 ტაბ.
₾83.00
4 საწყობშია
საშვილოსნოს მიომა ((Uterus myomatosus) და მასთან დაკავშირებული მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: (კოწახური) Berberis vulgaris, Planta tota Rh Dil. D1 (HAB, V. 21)
12,5 mg / (ჭინჭარი)Urtica urens, Planta tota Rh Dil. D2 (HAB, V. 21) 12,5 mg.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.
მიღების წესი და დოზირება: 2 – 3 ჯერ დღეში 1 – 2 ტაბლეტი, გასაწუწნად ან მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად.
მწვავე მდგომარეობის მკურნალობა უნდა დასრულდეს ორ კვირაში. თუ 2 – 5 დღის განმავლობაში არ შეინიშნება გაუმჯობესება, მიმართეთ ექიმს. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გახანგრძლივებული, ან გაურკვეველი ჩივილების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კითხეთ თქვენს ექიმს.
წამლის შემადგენლობაში არსებული ხორბლის სახამებელი შეიცავს წებოგვარას (გლუტენი), რომელიც უმნიშვნელო რაოდენობითაა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს.
ბრენდი |
Weleda |
---|