აურუმ ლავანდულას კომპოზიცია, მალამო 70გრ.
₾97.00
7 საწყობშია
აურუმ ლავანდულას მალამოს თერაპიულ შედეგს განაპირობებს ვარდისა და ლავანდის ეთერზეთების სასიამოვნო სურნელი რელაქსაციისა და დაძაბულობის მომხსნელი ეფექტით და მეტალური ოქროს სამკურნალო თვისება – აღადგინოს გულის წონასწორული მდგომარეობა და გააუმჯობესოს მისი მედეგობა გარე და შიდა უარყოფით ფაქტორების მიმართ.
ის გამოიყენება, როცა გახანგრძლივებულ ძლიერ ემოციურ დატვირთვაზე, (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური), გული მტკივნეულად რეაგირებს. თავს იჩენს: მოჭერის უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, პულსის ცვალებადობა მოსვენებულ მდგომარეობაში, გულის უმიზეზო ფრიალი „ბუდიდან ამოვარდნა“, კარდიოფობია (შიში იმისა, რომ გეშინია ე.წ. შიშის შიში), შფოთი და ნევროზული შიში.
Aurum/Lavandulae – აურუმ ლავანდულას მალამოს ჩვენებაა: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ვეგეტატიური ჩივილები, გულის ნევროზი, გულის ფრიალი, გამოიყენება ასევე მოგზაურობასთან დაკავშირებული მომატებული შფოთისა და შიშის დროს.
სიფრთხილის ზომები: შეიცავს ლავანდის ეთერზეთს
უკუჩვენება: ზემგრძნობელობა ლავანდის ეთერზეთის მიმართ, 2 წლამდე ასაკის ბავშვები
დოზირება: თუ სხვა მითითება არ არსებობს, 12 წლიდან ზემოთ ინიშნება 2-3 სმ სიგრძის მალამო 1-2 ჯერ დღეში (დილა-საღამოს), გულის მიმდებარედ და პულსაციის არეზე შესაზელად. 3-11 წლამდე ბავშვებში კი 0,5-1 სმ სიგრძის მალამო 1-2 ჯერ დღეში გულის მიმდებარედდა პულსაციის არეზე შესაზელად. ან გამოიყენება გულზე საფენის სახით.
შემადგენლობა
10 g შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: Aurum metallicum praeparatum Dil. D4 (D4 მეტალური ოქრო დამზადებულია გამოხდილი წყლით) 1 g / Lavandulae aetheroleum (ლავანდის ეთერზეთი) 0,03 g / Aetheroleum extractum e floribus recentibus Rosae damascenae et centifoliae (დამასკოს ვარდის გვირგვინის ფურცლების ეთერზეთი) (Blüte zu Extrakt ca. 500:1) 0,03 g.
მალამოს ფუძე: პარაფინი, Protegin® WX (ყვითელი ვაზელინი, ცერეზინი, ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცეროლის მონოიზოსტეარატი, პოლიგლიცეროლ-3-ოლეატი), ყვითელი ვაზელინი, გამოხდილი წყალი.
წამლის ფორმა და მოცულობა
25 g და 70 g მალამო
ფარმაცევტული მწარმოებელი
Weleda AG, Postfach 1320, D-73503 Schwäbisch Gmünd
ბრენდი |
Weleda |
---|