აღწერა

Arnika-Salbe 30% -არნიკას მალამო 30% – გამოიყენება მექანიკური დაზიანებით გამოწვეული ტრავმების სამკურნალოდ, მათშორის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

ჩვენება:  მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.

ველედა არნიკას მალამო 30% არ უნდა გამოიყენოთ:

  • ღია ჭრილობებზე;
  •  ზემგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში არნიკას ან სხვა რთულყვავილოვანთა, მაგალითად, ქრიზანთემების და ფარსმანდუკის მიმართ, აგრეთვე არაქისის და სოიას ზეთების ან მალამოს ფუძის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
  • და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში

მატყლის ცვილს და მატყლის ცვილის სპირტებს შეუძლია კანის ლოკალური რეაქციის (კონტაქტური დერმატიტი) გამოწვევა.

დოზირება:

ველედა არნიკას მალამო 30% დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალამოს გამოყენების შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ საპნით.

 

შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო 6 თვის განმავლობაშია ვარგისი.

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 °C-ს.

შემადგენლობა:

10 გ შეიცავს:  არნიკას  მთელი მცენარის სპირტიანი ექსტრაქტი(1:1,1)  6 გ.  მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, ცეტილსტეარილის სპირტი, თაფლის სანთელი, ნატრიუმცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლ(მონო,დი)სტეარატი,  გამოხდილი წყალი.

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda