გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება: ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირება ნებისმიერი სახის მწვავე ანთებითი და სიცხით მიმდინარე პროცესის დროს.
უკუჩვენება:
- რომელიმე აქტიური ან დამხმარე ინგრედიენტის ან რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობა (ალერგია),
- ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში,
- ორსულობის დროს.
პრინციპული მოსაზრებების გამო ეს საშუალება არ უნდა გამოიყენოთ პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზი, ლეიკოციტების ავთვისებიანი დაავადებები (ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები), შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), ავტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, შიდსი, აივ-ინფექცია ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თუ ერთი კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აგრეთვე სიცხის დროს, რომელიც 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება ან 39 °ჩ-ს აჭარბებს, უნდა მიმართოთ ექიმს.
დოზირება:
ერთჯერადი დოზა:
- მოზრდილებში, მოზარდებსა და 10 წლის ასაკს ზევით ბავშვებში: 1 მლ;
- 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში: 0,8 მლ;
- 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 0,5 მლ.
დღიური დოზა:
მწვავე ფაზაში, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება, ერთჯერადი დოზა დღეში 1-2-ჯერ შეყავთ კანქვეშ. ამის შემდეგ ინექციები კვირაში 2-3-ჯერ კეთდება სრულ განკურნებამდე.
შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს: მეტალური ვერცხლის პრეპარატის ხსნარი D30 0,5 გ / ეხინაცეას მთელი მცენარის რჰ ხსნარი D6 0,5 გ – ბოლო საფეხური ერთობლივად არის პოტენცირებული./ იზოტონიზებულია ნატრიუმის ქლორიდით.