გამოყენება:
სიცხით მიმდინარე ინფექციების საწყისი სტადიები; ტკივილები, მათ შორის, ტკივილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ტკივილები სარტყლისებრი ლიქენის (ზოსტერის ნევრალგიები) დროს, ბრტყელკუნთოვანი ღრუ ორგანოების სპაზმები, განსაკუთრებით, მუცლის ღრუში; მწვავე ანთება კუჭ-ნაწლავის არეში (მწვავე გასტროენტერიტი); შიშები, უპირველეს ყოვლისა, შოკურ მოვლენებთან დაკავშირებული.
არ გამოიყენება:
- ტილჭირის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
- ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დოზირება:
კვირაში 1-3-ჯერ – დღეში ერთხელ 1 მლ კანქვეშ.
მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 1-3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს: აქტიურ სუბსტანცია: ტილჭირი რჰ D3 1 მლ/ იზოტონიზებულია ნატრიუმის ქლორიდით.