ჰემოროიდალური სანთლები 10 ც.
₾39.00
10 საწყობშია
Weleda Hämorrhoidalzäpfchen – ჰემოროიდალური სანთლები მოქმედებს სისხლძარღვთა კედლების მასტრუქტურირებლად და უზრუნველყოფს მათ სიმტკიცესა და ელსატიურობას; რაც თავის მხრივ განაპირობებს ტკივილის ინტენსივობის შემცირებას და ანუსის მიდამოში ნახეთქების სწრაფ შეხორცებას.
ცხენის წაბლას, ჰამამელისისა და მეტალური სტიბიუმის კომბინაციას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ჰემოროის სამკურნალო თვისებები; მათი შემადგენელი ნივთიერებები ხელს უწყობს კანის ნახეთქების სწრაფ მოშუშებას და აამებს ქავილს.
ჩვენება: ჰემოროი – დამახასიათებელი შინაგანი ან / და გარეგანი ჰემოროიდული სისხლძარღვების ცვლილებებით და გადიდებით; ნახეთქები ანუსის მიდამოში; ანალური მიდამოს ანთება; პროქტიტი; უკანა ტანის (ანალური) ქავილი.
ველედას ჰემოროიდალური სანთლები არ გამოიყენება:
12 წლამდე ბავშვებში, ორსულობისა ძუძუთი კვების პერიოდში, ან რომელიმე შემადგენელი სუბსტანციის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
გამოყენების წესი:
თერაპიის საწყის ეტაპზე გამოიყენება თითო სანთელი სწორ ნაწლავში დღეში 2-ჯერ, კუჭში გასვლის შემდეგ და ძილის წინ, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მხოლოდ ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მწვავე შემთხვევაში, მკურნალობა 2 კვირის შემდეგ უნდა შეწყდეს. ქრონიკული შემთხვევებისას ამ სანთლებით მკურნალობის ხანგრძლივობა კი ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს.
შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს: 20 მგ ცხენისწაბლის ქერქის სპირტიან ექსრაქტს/ 10 მგ ჰამამელისის ფოთლის სპირტიან ექსტრაქტს /8 მგ სტიბიუმის მეტალურ პრეპარატს. ასევე კაკაოს ცხიმს.
ბრენდი |
Weleda |
---|