აღწერა

Choleodoron – ხოლეოდორონი არის კურკუმასა და ქრისტესისხლას კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და არეგულირებს მის  სეკრეტორულ ფუნქციას.

ჩვენება:

ნაღვლის ბუშტის დისკინეზია, ქოლანგიტი, პერიქოლანგიტი; სანაღვლე გზების დაავადებები; ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები.

უკუჩვენება:

სანაღვლე გზების ობსტრუქცია; ალკოჰოლიზმი; ღვიძლის მწვავე დაავადებებისა და ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამწვავების დროს ხოლეოდორონი მიიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

დოზირება:

  • მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წ. ზევით: დღეში 2-4 ჯერ 5-15 წვეთი
  • 2-12 წ. ბავშვებში : დღეში 2-4 ჯერ 5-10 წვეთი

შემადგენლობა:

100 გრ ხსნარი შეიცავს: 2,5 გრ ქრისტესისხლას ფესვის სპირტიან ნაყენს/ 2,5 გრ კურკუმას ფესურას სპირტიან გამონაცემს

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda