გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება სასუნთქი გზების მწვავე კატარული ანთებები; სქელი ლორწოს ამოხველების ხელშესაწყობად და ხველების შესამსუბუქებლად.
ველედა ხველების ელექსირი არ უნდა გამოიყენოთ:
- თუ თქვენ ზემგრძნობელობა გაქვთ ანისულის, ანეთოლის, ბეგქონდარას ან სხვა ტუჩოსანთა მიმართ, აგრეთვე არყის ხის, მამულას, ნიახურის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
- შაქრის შემცველობის გამო, დიაბეტით დაავადებულმა პირებმა.
- 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.
დოზირება:
ყოველ სამ საათში ერთხელ 5 მლ ელექსირი ინიშნება უფროსებსა და 6 წლის ზევით ბავშვებში, ხოლო 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – დღეში სამჯერ 1,25 -2,5 მლ . ელექსირის მიღება უმჯობესია თბილ ჩაიში გახსნილი სახით. ელექსირის გადმოსხმის შემდეგ ბოთლის ყელი გაასუფთავეთ, რომ დაკრისტალებული შაქრის გამო სახურავი არ მიეკრას.
მკურნალობა ორ კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს.
ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ ველედას ხველების ელექსირი მაცივარში შეინახეთ 2-8 ºC ტემპერატურაზე.
შემადგენლობა:
100 გ (= 76 მლ) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: 0,6 გ ტუხტის ფესვის წყლიანი ექსტრაქტი 5 გ / 0,15 გ ხებალახას ღეროების, 0,35 გ ფოლორცის ბალახის , 0,5 გ ანისულის ნაყოფის, 0,35 გ მცოცავი ბეგქონდარას ბალახის და 2,85 გ ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახის წყლიანი მონახარში 30 გ / დროზერას ხსნარი D2 0,1 გ / ალაოს ექსტრაქტი 5 გ / იპეკაკუანას სპირტიანი მონახარში Ø (=D1) 0,1 გ / მედგარას ხსნარი D3 0,01 გ. / სხვა ინგრედიენტი: საქაროზა.