ვეგანური
კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ხანგრძლივად ატენიანებს.
მშრალი კანის მკვებავი და დამატენიანებელი ერთად
სქინ ფუდის დღის კრემი, „სქინ ფუდი კლასიკისგან“ განსხვავებით, სპეციალურად სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შექმნილი. დღის კრემი მსუბუქია, ადვილად ნაწილდება კანზე და სწრაფად შეიწოვება. სქინ ფუდის ტრადიციულ კომპოზიციას /როზმარინის, იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს, შის ცხიმსა და მზესუმზირას თესლის ზეთს/ ანტიოქსიდატური ზეთის ხილის ფოთლის ექსტრაქტი და მაღალეფექტური დამატენიანებელი, ზეთის ხილიდან მიღებული სქვალანი დაემატა. კრემი დღის განმავლობაში იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, კვებავს და დიდი ხნით ატენიანებს. შედეგად, მოჭიმული, მშრალი კანი აბრეშუმივით რბილია, ბზინვარეა და ჯანმრთელი ფერი აქვს. მდიდრული შემადგენლობის, უცხიმო კრემი შეგიძლიათ მაკიაჟის ფუძედ გამოიყენოთ.
დერმატოლოგიურად დადასტურებულია: მყისიერად ატენიანებს კანს+72%, ინტენსიურად კვებავს 83%
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას თესლის ზეთი, გლიცერინი, იზოამილ ლაურატი, შის ცხიმი, პენტილენ გლიკოლი, ბეტაინი, დენატურირებული სპირტი, გლიცერილ სტეარატ ციტრატი, ბეჰენილის სპირტი, სქვალანი, კენკრის ცვილი, სამფერა იის ექსტრაქტი, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, თიხამიწა, სენეგალური აკაციის გომიზი, ქსანთანი, E ვიტამინი /ტოკოფეროლი/, რძემჟავა, გლიცერილ კაპრილატი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, ციტრალი
ბრენდი |
Weleda |
---|