რათანიას ღრძილების ელექსირი 50მლ
₾29.50
8 საწყობშია
არტიკული:
8069
კატეგორია: კბილის პასტები და პირის ღრუს მოვლა
აღწერა
ველედას რათანიას ელექსირი ბუნებრივი ეთერზეთებისა და მინერალური
სუბსტანციების საშუალებით პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და
მიკროფლორის ბუნებრივ ფუნქციებს ასტიმულირებს. რათანიასა და მურის
ექსტრაქტები ღრძილებს და ლორწოვანს ამაგრებს და ანთებითი პროცესებისა
და ღრძილებიდან სისხლდენის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. შეგიძლიათ
გამოიყენოთ უსიამოვნო გემოსა და სუნთქვის დროს. შეიცავს ბუნებრივი
წარმოშობის კალციუმის ფთორიდს და ფლუორიტს. ელექსირის რამდენიმე
წვეთი გახსენით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუსა და
ყელში. გაღიზიანებული ან მექანიკურად დაზიანებული /კბილების ნადების
გაწმენდის შემდეგ/ ღრძილები შეგიძლიათ განუზავებელი ელექსირით
გაჟღენთილი ბამბის ტამპონით დაიმუშავოთ.
შემადგენლობა: სპირტი, წყალი, მურის ექსტრაქტი, რათანიას ფესვის
ექსტრაქტი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი (ლიმონენი,
ლინალოლი,ევგენოლი),ცხენისწაბლის ქერქის ექსტრაქტი**, ფლუორიტი**,
ვერცხლი** და კიზერიტი** ძლიერ განზავებული ფორმით.
ველედას კბილებისა და პირის ღრუს მოსავლელ პროდუქტებში მხოლოდ
ნატურალური, სუფთა მცენარეული და მინერალური სუბსტანციები გამოიყენება.
მინერალური გამწმენდი აგენტები ფრთხილ და საფუძვლიან წმენდას
უზრუნველყოფს, ბუნებრივი ეთერზეთები კი სისუფთავისა და სიგრილის
შეგრძნებას იძლევა. ველედას კბილებისა და პირის ღრუს მოსავლელი
პროდუქტები არ შეიცავს მაქაფებელ ტენზიდებს, სინთეზურ არომატიზატორებს,
საღებავებს და კონსერვატებს, შაქარს და შაქრის შემცვლელებს,
ფთორწყალბადმჟავას მარილებს. ამის გამო პირის ღრუს მიკროფლორა
ბუნებრივ წონასწორობას ინარჩუნებს, რაც ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი
წინაპირობაა.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
Weleda |
---|