კანის სრულფასოვანი კვების ნაკრები
₾290.00
19 საწყობშია
ციტოპლენის თმისა და კანის საკვები დანამატები და ველედას დღისა და ღამის სახის კანის მკვებავი კრემები
ეს ნაკრები მშრალი კანის სრულფასოვანი კვებისთვის არის შექმნილი – ციტოფლენის შინაგანად მისაღები თმისა და კანის საკვები დანამატების და ველედას სქინფუდის დღისა და ღამის სახის კანის მკვებავი კრემების კომპლექსი თქვენს კანს ჯანმრთელი კანისთვის საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს როგორც შიგნიდა ისე გარედან.
ნაკრების შემადგენლობა:
- Cytoplan Skin Food Complex 2 ცალი (2 x 60 კაფსულა)
- ველედას სქინფუდის მკვებავი დღის კრემი 1 ცალი (40 მლ)
- ველედას სქინფუდის მკვებავი ღამის კრემი 1 ცალი (40 მლ)
Cytoplan Skin Food Complex
კანის მკვებავი კომპლექსი ნაადრევი დაბერებისგან იცავს თქვენს კანს. სრულყოფილად კვებავს, ატენიანებს და ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ბუნებრივი ნივთიერებები: ვეგანური კოლაგენი, ვიტამინი C, ჰიალურონის მჟავა, ქოქოსის თხევადი ზეთი, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, მოცვის ექსტრაქტი, ბიოტინი, სილიციუმი, გოგირდის ორგანული ნერთი და თუთია, პროდუქტის მასტრუქტურირებელ, აღმდგენ და დამაბალანსებელ თვისებებს უზრუნველყოფს.
ვარგისია ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის
მიიღების წესი: 2 კაფსულა დღეში კვების დროს.არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, ეს პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი
შემადგენლობა: ვეგანური კოლაგენი 800 მგ; ვიტამინი C (აცეროლას ექსტრაქტი & ასკორბატი)
200 მგ; ქოქოსის თხევადი ზეთი (საშუალო ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდები) 200 მგ; ყურძნის წიპწის ექტრაქტი 120 მგ; პროანთოციანიდები 114 მგ; გოგირდის ორგანული ნაერთი 100 მგ; ჰიალურონის მჟავა 80 მგ; თუთია 4 მგ; სილიციუმი /ბაბუკის ექსტრაქტი/10 მგ; მოცვის ექსტრაქტი10 მგ; ანთოციანიდები 2,5 მგ; ბიოტინი 500 მკგ;
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულის გარსი).
ველედა – სქინ ფუდის დღის კრემი
ვეგანური
მშრალი კანის მკვებავი და დამატენიანებელი ერთად
სქინ ფუდის დღის კრემი, „სქინ ფუდი კლასიკისგან“ განსხვავებით, სპეციალურად სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შექმნილი. დღის კრემი მსუბუქია, ადვილად ნაწილდება კანზე და სწრაფად შეიწოვება. სქინ ფუდის ტრადიციულ კომპოზიციას /როზმარინის, იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს, შის ცხიმსა და მზესუმზირას თესლის ზეთს/ ანტიოქსიდატური ზეთის ხილის ფოთლის ექსტრაქტი და მაღალეფექტური დამატენიანებელი, ზეთის ხილიდან მიღებული სქვალანი დაემატა. კრემი დღის განმავლობაში იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, კვებავს და დიდი ხნით ატენიანებს. შედეგად, მოჭიმული, მშრალი კანი აბრეშუმივით რბილია, ბზინვარეა და ჯანმრთელი ფერი აქვს. მდიდრული შემადგენლობის, უცხიმო კრემი შეგიძლიათ მაკიაჟის ფუძედ გამოიყენოთ.
დერმატოლოგიურად დადასტურებულია:
- მყისიერად ატენიანებს კანს+72%
- ინტენსიურად კვებავს 83%
- NATRUE სერტიფირებული ბიო&ნატურალური კოსმეტიკა
- 100%-ით ბუნებრივი შემადგენლობა
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირას თესლის ზეთი, გლიცერინი, იზოამილ ლაურატი, შის ცხიმი, პენტილენ გლიკოლი, ბეტაინი, დენატურირებული სპირტი, გლიცერილ სტეარატ ციტრატი, ბეჰენილის სპირტი, სქვალანი, კენკრის ცვილი, სამფერა იის ექსტრაქტი, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, თიხამიწა, სენეგალური აკაციის გომიზი, ქსანთანი, E ვიტამინი /ტოკოფეროლი/, რძემჟავა, გლიცერილ კაპრილატი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, ციტრალი
სქინ ფუდის ღამის კრემი
ვეგანური
მშრალი კანის მკვებავი და დამატენიანებელი ერთად
სქინ ფუდის ღამის კრემი, „სქინ ფუდი კლასიკისგან“ განსხვავებით, სპეციალურად სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის არის შექმნილი. მსუყე კრემი წასმისთანავე დნება კანზე, ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება. სქინ ფუდის ტრადიციულ კომპოზიციას /როზმარინის, იაჟუჟუნას, გვირილისა და კალენდულას ექსტრაქტებს, შის ცხიმსა და მზესუმზირას თესლის ზეთს/ ინკების კაკლის აღმდგენი და ტენის შემნახველი ზეთი დაემატა. კრემი ღამის განმავლობაში უჯრედების აღდგენაში ეხმარება კანს, კვებავს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და ტენის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დილით კანი დასვენებულია, ჯანმრთელი ფერი აქვს, აბრეშუმივით ბზინვარე და რბილია.
დერმატოლოგიურად დადასტურებულია:
- მყისიერად ატენიანებს კანს+ 81%
- ინტენსიურად კვებავს 83%
- NATRUE სერტიფირებული ბიო&ნატურალური კოსმეტიკა
- 100%-ით ბუნებრივი შემადგენლობა
შემადგენლობა: წყალი, მზესუმზირის თესლის ცვილი, შის) ცხიმი, გლიცერინი, ბეჰენილის სპირტი, იზოამილ ლაურატი, სკვალანი, პენტილენ გლიკოლი, ბეტაინი, საქაროზას პოლისტეარატი, ცეტილის პალმიტატი, სტეარინმჟავა, ინკების კაკლის ზეთი, სამფერა იის ექსტრაქტი, როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, აზიური ცენტელას ბალახის ექსტრაქტი, კალენდულას ყვავილის ექტრაქტი, სპირტი, თიხამიწა, სენეგალური აკაციის გომიზი, ქსანთანი, რძემჟავა, E ვიტამინი (ტოკოფეროლი), პალმიტინის მჟავა, გლიცერილ კაპრილატი, ნატრიუმის სტეაროლგლუტამატი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, გერანიოლი,ციტრალი
ბრენდი |
Weleda |
---|