ჩვენება:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მაგალითად, გახანგრძლივებული ან მტკივნეული მენსტრუაცია (მენორაგია, დისმენორეა), არარეგულარული თვიური რიტმი (მენსტრუალური ტემპის ანომალია).
უკუჩვენება:
ფარსმანდუკის ან სხვა რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობა
ცნობა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 გ მენოდორონი® (დაახლოებით 25 წვეთი) 0,2 გ საქაროზას შეესაბამება.
დოზირება ასეთია:
15-30 წვეთი მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.
უმჯობესია, წვეთები წყალში გაზავებული სახით მიიღოთ.
სითხის შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა წამლის ეფექტურობასა და უვნებლობაზე არ აისახება. იმისთვის, რომ წამალი გადმოსხმისას თანაბრად იყოს განაწილებული, გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ.
მენოდორონი® 2-3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ. მენსტრუაციის დროს წამლის მიღება უნდა შეწყვიტოთ.
შემადგენლობა:
10 გრ შეიცავს: მაიორანის მშრალი ნაყოფის (1:3) 0,3 გ და მუხის მშრალი ქერქის (1:3) 1,5 გ სპირტიანი მონახარშები / ფარსმანდუკის მშრალი ყვავილის (1:5) 2,0 გ; წიწმატურას მშრალი ბალახის (1:5) 1,5 გ; მაიორანის მშრალი ბალახის (1:5) 1,5 გ; ჭინჭრის მშრალი ყვავილის (1:6) 1,2 გ სპირტიანი გამონაცემები./ სხვა ინგრედიენტი: საქაროზა (შაქარი).
1 გ მენოდორონი® დახლოებით 25 წვეთს შეესაბამება.