პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა (კანის სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკების წარმოქმნა), მზით დამწვრობა, კანის მწვავე დაზიანება გამოსხივების გამო; მწერების ნაკბენები.
სიმპტომები: ტკივილი, სიწითლე, კანის ზედაპირზე ბუშტების წარმოქმნა, მწერის ნაკბენის შემდგომი ქავილი
გამომწვევი მიზეზები: პირდაპირი თერმული დაზიანება, გადაჭარბებული რუჯი, მწერების ნაკბენები
შემადგენლობა:
100 გრ. შეიცავს: 0,25 გრ არნიკას მთელი მცენარის და 4,75 გრ ჭინჭრის ბალახის სპირტიან გამონაწვლილებს.
ჭინჭრის, როგორც სამკურნალო მცენარის ძირითადი ორიენტირი არის კანი. ის არამხოლოდ იცავს ბარიერულ ფუნქციას, არამედ ხელს უწყობს მის რეგენერაციას და განახლებას. რევიტალიზაციის ძალები კი უპირველეს ყოვლისა დამწვრობის დროს არის მნიშვნელოვანი. ჭინჭარი უფრო კანის ზედაპირულ ფენებზე ზემოქმედებს, ხოლო არნიკას თერაპიული ეფექტი -შეშუპების მომხსნელი, ტკივილგამაყუჩებელი – უფრო ღრმად აღწევს.
გამოყენება: დამწრობის მიღებისთანავე ჟელე სქლად წაუსვით დაზიანებულ ადგილს და აცალეთ გაშრობა. შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ ტკივილის გასვლამდე. სახვევი გაიკეთეთ ჟელეს გაშრობის შემდეგ. შემშრალი ჟელეს აპკი ადვილად სცილდება თბილი წყლით.