ვეცეზინის ფხვნილი 50 გრ.
₾40.00
5 საწყობშია
გამოყენება:
კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციის სტიმულირებისა და მოსაწესრიგებლად. ეს მოიცავს: მომშრალი ზედაპირული იარებისა და ეგზემების, აგრეთვე ახალშობილის ჭიპის მოვლას.
ვეცეზინი® ფხვნილი არ უნდა გამოიყენოთ
მისი რომელიმე ინგრედიენტის ან რთულყვავილოვანთა მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენების წესი:
ვეცეზინი® ფხვნილი კანის დაავადებების შემთხვევაში დღეში 1-2-ჯერ, ახალშობილის ჭიპის მოსავლელად კი დღეში 3-ჯერ თხლად მოაფრქვიეთ დაზიანებულ ადგილებზე.
ვეცეზინი® ფხვნილი არ უნდა მოხვდეს სასუნთქ გზებში, რადგან მტვერმა შეიძლება ფილტვი დააზიანოს. ამიტომ ფხვნილის სახის არეში მოფრქვევა, განსაკუთრებით ჩვილების შემთხვევაში, არ შეიძლება.
შემადგენლობა:
10 გ შეიცავს: არნიკას მთელი მცენარის სპირტიანი ექსტრაქტი 0,5 გ / გულყვითელას დედო ნაყენი 0,297 გ / ალისფერი ექინაცეას მთელი მცენარის დედო ნაყენი Ø 0,088 გ / ექინაცეას დედო ნაყენი Ø 0,3 გ / კვარცი 0,01 გ/მეტალური სტიბიუმის პრეპარატი 0,01 გ. ფხვნილის ფუძე: ტალკი.
ბრენდი |
Weleda |
---|