დიგესტოდორონი 100 ტაბ.
₾46.00
11 საწყობშია
Digestodoron® არეგულირებს კუჭნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. ხსნის ჩივილებს, როგორიცაა: გულძმარვა, შებერილობა, ღებინება. საბაზისო თერაპიას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ.
სამი სხვადასხვა სახეობის გვიმრა, ტირიფის ფოთლების ექსტრაქტი აღადგენს დაზიანებულ ნაწლავის ლორწოვან გარსებს და არეგულირებს სითხის შემცველობას როგორც დიარეის, ისე ყაბზობის დროს.
ჩვენება: საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა, მისგან გამოწვეული გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა. პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება წყლულოვანი კოლიტისა და გრანულომატოზური ენტერიტის დროს. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული და სეკრეტორული ფუნქციის აღდგენა ხდება. დიგესტოდორონი ასევე ეფექტური საშუალებაა ქრონიკული მორეციდივე ნევროზული დიარეა-ობსტიპაციების მონაცვლეობის დროს.
დოზირება:
- მოზრდილებში და მოზარდებში 12წ . ზევით: 1-3 ჯერ დღეში 2-4 ტაბლეტი;
- 6-12 წ. ბავშვებში: 1-3 ჯერ დღეში 1-2 ტაბლეტი
- 2-5 წ. ბავშვებში: 1-3 ჯერ დღეში 1 ტაბლეტი
- 2 წ.-მდე ბავშვებში: 1-3 ჯერ დღეში 1/2 ტაბლეტი
ტაბლეტები მიიღება ჭამის წინ 15 წუთით ადრე, მცირე ოდენობის წყალთან ერთად.
დიგესტოდორონი გამოიყენება 3 თვიანი კურსის სახით. შესვენების შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება.
უკუჩენება:
- დიგესტოდორონი არ გამოიყენება დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას.
- ლაქტოზის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: 36 მგ მთის ჩადუნას ფოთლების სპირტიან დიგესციოს/ 8 მგ კილამურას ფოთლების სპირტიან დიგესციოს/ 80 მგ წნორის, წითელი ტირიფის და მანეულის ფოთლების სპირტიან დიგესციოს/ 36 მგ ირმის ენას ფოთლების სპირტიან დიგესციოს/ შემავსებლებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ხორბლის სხამებელს, კალციუმის ბეჰენატს.
ბრენდი |
Weleda |
---|