აღწერა
არყის ხის ზეთი კანის სტრუქტურას აუმჯობესებს. მასაჟის შედეგად კანი მკვრივი,
გლუვი და ელასტიურია. არყის ხის ნედლი ფოთლების, როზმარინისა და
თაგვისარას ექსტრაქტები სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლის
პროცესს ააქტიურებს. გარგარის თესლის ზეთი, ტენის შემნახავი ჟოჟობას ზეთი
და ვიტამინებით მდიდარი ხორბლის ჩანასახის ზეთი კანის რეგენერაციის
პროცესს ასტიმულირებს. ბუნებრივი ეთერზეთები აძლიერებს ზეთის დამჭიმავ
ეფექტს და სიმკვრივესა და მოქნილებას მატებს კანს. შედეგის მისაღწევად
პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთი
წრიული მოძრაობებით დღეში ორჯერ შეიზილეთ კანში.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი |
Weleda |
---|