Arnika-Salbe 30% -არნიკას მალამო 30% – გამოიყენება მექანიკური დაზიანებით გამოწვეული ტრავმების სამკურნალოდ, მათშორის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ჩვენება: მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.
ველედა არნიკას მალამო 30% არ უნდა გამოიყენოთ:
- ღია ჭრილობებზე;
- ზემგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში არნიკას ან სხვა რთულყვავილოვანთა, მაგალითად, ქრიზანთემების და ფარსმანდუკის მიმართ, აგრეთვე არაქისის და სოიას ზეთების ან მალამოს ფუძის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
- და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში
მატყლის ცვილს და მატყლის ცვილის სპირტებს შეუძლია კანის ლოკალური რეაქციის (კონტაქტური დერმატიტი) გამოწვევა.
დოზირება:
ველედა არნიკას მალამო 30% დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალამოს გამოყენების შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ საპნით.
შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო 6 თვის განმავლობაშია ვარგისი.
შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 °C-ს.
შემადგენლობა:
10 გ შეიცავს: არნიკას მთელი მცენარის სპირტიანი ექსტრაქტი(1:1,1) 6 გ. მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, ცეტილსტეარილის სპირტი, თაფლის სანთელი, ნატრიუმცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლ(მონო,დი)სტეარატი, გამოხდილი წყალი.