ანის-პირიტი 80 ტაბ.
₾32.00
16 საწყობშია
გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება: აფონია (ხმის ჩახლეჩა), დამხმარე თერაპია ბრონქიტის დროს, სასუნთქი გზების ანთება, ლარინგიტი.
სიმპტომები: აფონია (ხმის ჩახლეჩა), ყლაპვის გაძნელება, ყელის სიმშრალე, ხველა, შესქელებული ნახველი
ანის-პირიტის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ:
- ანისულის, ანეთოლის, ხორბლის სახამებლის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ზემგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- ქოლგოსანთა მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში.
ეს მედიკამენტი ლაქტოზას შეიცავს. ამიტომ ტაბლეტები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ, თუ იცით, რომ გარკვეული შექრების მიმართ აუტანლობა გაქვთ.
დოზირება:
უფროსებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკს ზემოთ: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში ერთხელ; 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 ტაბლეტი 3-5 ჯერ დღეში, შეიძლება ცოტაოდენ ჩაიში გახსნილი სახით. ტაბლეტები პირის ღრუში დააყოვნეთ და გაწუწნეთ.
მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: ანის/პირიტის ტრიტურაცია D2 25 მგ. [1 გ ანის-პირიტის ურსუბსტანცია შეიცავს: ანისულის მოხალული ნაყოფის 0,33 გ / პირიტის 0,33 გ / მოხალული შაქრის ლერწმის 0,34 გ.] / სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, კალციუმის ბეჰენატი.
ბრენდი |
Weleda |
---|