აღწერა

გამოყენება:

სიცხით მიმდინარე ინფექციების საწყისი სტადიები; ტკივილები, მათ შორის, ტკივილის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ტკივილები სარტყლისებრი ლიქენის (ზოსტერის ნევრალგიები) დროს, ბრტყელკუნთოვანი ღრუ ორგანოების სპაზმები, განსაკუთრებით, მუცლის ღრუში; მწვავე ანთება კუჭ-ნაწლავის არეში (მწვავე გასტროენტერიტი); შიშები, უპირველეს ყოვლისა, შოკურ მოვლენებთან დაკავშირებული.

არ გამოიყენება:

  • ტილჭირის მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
  •  ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზირება:

კვირაში 1-3-ჯერ – დღეში ერთხელ 1 მლ  კანქვეშ.

მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 1-3 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ. ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობის დასადგენად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

შემადგენლობა:

1 ამპულა შეიცავს: აქტიურ სუბსტანცია: ტილჭირი რჰ D3  1 მლ/ იზოტონიზებულია ნატრიუმის ქლორიდით.

დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი

Weleda