ველედას შესახებ

სააქციო საზოგადოება “ველედა” 1921 წელს დაარსდა შვეიცარიაში, როგორც პატარა ფარმაცევტული ლაბორატორია სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღით. დღეს ის წარმოდგენილია ხუთივე კონტინენტის 50 ქვეყანაში. მისი სამი ძირითადი საწარმო შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში აწარმოებს ველედას ათასობით სამკურნალო და ასობით კოსმეტიკურ პროდუქტს, რომლებიც ბიო და ნატურალური ბეჭდებითაა სერთიფიცირებული; მათი მახასიათებლებია:
- 100% სერთიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა
- არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, პარაბენებს, პოლიეთილენგლიკოლს და სილიკონებს
- არ შეიცავს სინთეზურ არომატიზატორებს, გენმოდიფიცირებულ და მიკროპლასტიკურ ინგრედიენტებს
- არ არის ცხოველებზე გამოცდილი
- მცენარეული ნედლეულის 80% სერთიფიცირებული ორგანული მეურნეობიდანაა
- ნედლეულის მოპოვება ხორციელდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით
ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ
ველედა რუდუნებით არჩევს ნედლეულს, სწორად აფასებს მათ თვისებებს და ისე ამზადებს ნარევებს, რომ მათში შემავალმა სუბსტანციებმა მოქმედების სრული პოტენციალი გამოავლინონ