ბლოგი

შემოუერთდი ველედას მოძრაობას „დედამიწის კანის გადასარჩენად“

ნიადაგი დედამიწის კანია!  ცოცხალია, სუნთქავს და ისევე სჭირდება დაცვა როგორც ჩვენს კანს. შემოუერთდით „ველედას“ მოძრაობას,  “დედამიწის კანის გადასარჩენად”!

ბიო და ნატურალური კოსმეტიკა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობისთვის არ არის სასიკეთო,  მისი მოპოვებისას ბუნებაც დაცულია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბუნებრივი საკვები, სამოსი თუ კოსმეტიკა კარგია და სასარგებლო, ამის უზრუნველსაყოფად კი, ჯანმრთელი ნიადაგია საჭირო!

დღეს, ამ საკითხის გააზრება ისე სჭირდებათ ადამიანებს, როგორც არასდროს.

დედამიწის ნიადაგის მესამედი დეგრადირებულია! თუ გვინდა ბიო და ნატურალური პროდუქტი გვქონდეს, ამისთვის ჩვენი მონდომებაა საჭირო!

ველედა - Weleda
Im Weleda Garten

ნატურალურ, ჯანმრთელ  ნიადაგზე  შექმნილი პროდუქტების არჩევით ჩვენ ყველას შეგვიძლია ცვლილებების შეტანა დედამიწის კანის გადასარჩენად.

თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ნიადაგის გადარჩენაში, დაცვაში, გაჯანსაღებაში, ვისაც როგორ შეუძლია: მათ, ვისაც მეურნეობა აქვს ან, თუნდაც პატარა ბაღი სახლის წინ. ვინც პროდუქტს, კოსმეტიკას, სამოსს ყიდულობს და აქვს ცოდნა და შესაძლებლობა, რომ  იმ კომპანიების პროდუქცია აირჩიოს რომლებიც არ აზიანებენ ან უფრო მეტიც, ხელს უწყობენ ეკო სისტემის გაჯანსაღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალო წესები შეცვალონ და თუნდაც ნაგვის გადაყრისას, არ დააბინძურონ გარემო.

Weleda 100 წლის მანძილზე თავის ვალდებულებად თვლის იზრუნოს ნიადაგის გაჯანსაღებაზე. მცენარე, რომელიც  ჯანსაღ ნიადაგზე,  სიცოცხლით სავსე გარემოში იზრდება, კოსმეტიკური პროდუქტის უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტია. ეს იყო და არის „ველედას“  წარმოების აუცილებელი პირობა! მისი ბუნებრივი მეურნეობის გაშენების მეთოდები შექმნილია ჯანსაღი ნიადაგის შესანარჩუნებლად.  ნიადაგის ბიომრავალფეროვნება ჯანმრთელი ეკოსისტემის წინაპირობაა, რომლის გარეშე ბუნების წინაშე მდგარ კრიზისს ვერ  გავუმკლავდებით.  რაც უფრო მეტია ბიოდინამიური მეურნეობები, მით მეტი ნიადაგია დედამიწაზე გადარჩენილი!

„ველედა“ ყოველთვის იბრძოდა ბუნების დასაცავად. მე- 20 საუკუნის 60 -იან წლებში,  კომპანიის თაოსნობით, გერმანიამ  მდგრადობის კანონი მიიღო. ბოლო დროს,  Weleda რამდენიმე ფართემასშტაბიანი პროექტის ინიციატორიც იყო  – როგორიცაა კლიმატის  დაცვა, ბრძოლა პლასტმასის წინააღმდეგ. 2022 წელი კი,  Weleda – ს  ნიადაგის დაცვის წლად აქვს გამოცხადებული და გვეუბნება – ნიადაგი დედამიწის კანია და მას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ჩვენს საკუთარ კანს.

Weleda – ს საქართველოში შემოსვლაც მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება. 9 აპრილის მძიმე დღეებში  Weleda-მ  საქართველოს წამლები გამოუგზავნა, ჩამოვიდნენ ექიმებიც და ამ ტრაგედიის დროს დაზიანებულ და მოწამლულ ადამიანებს მკურნალობდნენ.

საქართველოში „ველედას“ ექსკლუზიური პარტნიორი 25 წელია შპს „ნატურაფარმია“.

ჩვენი მიზანია არამხოლოდ ველედას პროდუქტების  ცნობადობა გავზარდოთ, არამედ ზოგადად ბიო და ნატურალური კოსმეტიკით და მისი მნიშვნელობით დავაინტერესოთ ჩვენი მომხმარებელი. წელს ჩვენც, შევუერთდით  „ველედას“ მისიას „ნიადაგი დედამიწის კანია“.

ნიადაგის დაცვის დღის აღსანიშნად, მომხმარებლისთვის „ველედას“ მეურნეობიდან ჩამოვიტანეთ  ყვავილების ბიო თესლები და იმედი გვაქვს ეს პატარა საჩუქარი ყველას თუ არა ბევრს გაუჩენს სურვილს, დაიცვას ბუნება და გაუფრთხილდეს ნიადაგს ისე როგორც საკუთარ თავს.

11-13  ნოემბერს სოფელ მაწევანში, ახალგაზრდული საზოგადოება „პარსიფალის’’  საგანმანათლებლო სივრცეში,  კონფერენცია და ვორქშოფი ჩატარდა. მოხსენებისთვის მოვიწვიეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორები:  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფრანკ მაიერი და აგროინჟინერი მიხაელ შტრაუბი,  ველედას სამკურნალო მცენარეების ბაღის,  ბიოდინამიური მეურნეობის მრჩეველი. კონფერენციას,  ექიმები და ნატურალური მეურნეობით დაინტერესებული მეწარმეები ესწრებოდნენ.

სამდღიანი კონფერენციის პირველი ნაწილში მიხეილ შტრაუბმა ბიოდინამიური მეურნეობის მნიშვნელობაზე და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ისაუბრა. ბიოდინამიური მეურნეობა – როგორც ერთ -ერთი ეფექტური მეთოდი კლიმატური ცვლიელებების, ბიომრავალფეროვნების მოსპობისა თუ სახეობათა გადაშენების  გადაჭრისთვის.

კონფერენციის სამედიცინო ნაწილი  ბიოდინამიური მეურნეობის ბაზაზე მოყვანილი სამკურნალო მცენარეების მნიშვნელობას დაეთმო. „ველედას“ თავდაპირველი ამოცანაც და მიზანიც დღემდე აქტუალურია- ბიოდინამიური მეთოდებით სამკურნალო პოტენციალის გაუმჯობესება და გარემოზე უარყოფითი გავლენის გარეშე ფარმაცევტული პროცესების წარმართვა.

ჟურნალი სითი 5.12.22