სიახლეები და აქციები

ველედას მიენიჭა B Corp სერთიფიკატი

100 წელია, ველედას ბუნებისა და საზოგადოების მიმართ ვალდებულება აქვს აღებული. საერთაშორისო არაკომერციულმა ორგანიზაცია B Lab-მა ახლა დაადასტურა, რომ ველედა თავისი კორპორაციული კულტურის მეშვეობით მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლის.

 

რა არის B Lab და B Corp?

ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა – ეს არის B Lab-ის მთავარი ხედვა. დაარსებული 2006 წელს აშშ-ში, ეს არაკომერციული ორგანიზაცია სერტიფიკატს ანიჭებს მომგებიან კომპანიებს, როგორც B კორპორაციებს – მოკლედ B Corps. “B” ნიშნავს სასარგებლოს და სარგებელს საზოგადოებისა და გარემოსთვის, რომელსაც ეს ბიზნესი უზრუნველყოფს. დღეს B Corp-ის მსოფლიო საზოგადოების წევრები ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა უკეთესი ადგილი გახდეს. როგორ აკეთებენ ამას? ბიზნესის მართვის ხერხების გამოცდით. დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა გაიაროს სერტიფიცირების  პროცესი მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით: რა ღირებულებებს ატარებს ის მართვის სტილის თვალსაზრისით? რა უფლებები აქვთ მის თანამშრომლებს? როგორია მისი გავლენა გარემოზე, საზოგადოებასა და მომხმარებლებზე? კომპანია B Corp-ის სერტიფიკატით ნიშნავს, რომ ის აღიარებული სოციალური და გარემოსდაცვითი ქცევის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, აბალანსებს მოგებასა და მიზნებს.

საერთაშორისო მოძრაობის მიზნები და ღირებულებები

B Lab აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც საერთო მიზნის მისაღწევად მუშაობენ, რომ შეიქმნას უფრო ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკა ყველასთვის. „საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ სწრაფვა პარადიგმის შეცვლაა“, განმარტავს დოქტორი შტეფან ზიმერი, ველედას მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი. „მოგება მნიშვნელოვან მიზნად რჩება, მაგრამ ის არ უნდა მიიღწეოდეს ადამიანების, ცხოველების ან გარემოს ხარჯზე.“ B კორპორაციები უწყვეტი გაუმჯობესების გრძელვადიან პროცესზე იღებენ ვალდებულებას: ყოველ სამ წელიწადში ერთხელ მათ უნდა გაიარონ ხელახალი სერტიფიცირება და დააკმაყოფილონ სულ უფრო ამბიციური სტანდარტები. მიზანი არის არა ის, რომ ნაკლებად ცუდები ვიყოთ, არამედ ის, რომ გავაკეთოთ მეტი სიკეთე ადამიანებისთვის და გარემოსთვის სამაგალითო ბიზნესპრაქტიკის მეშვეობით. განსაზღვრებით B კორპორაციები წარმოადგენს სოციალურ საწარმოებს, რომლებიც თავიანთ მოგებას საზოგადოებისთვის მეტი ღირებულების შესაქმნელად იყენებენ.

როგორ ენიჭებათ კომპანიებს B Corp სერტიფიკატი?

B Corp სერტიფიკატის მისაღებად კომპანიები მუშაობენ B Lab-თან, რათა შეაფასონ თავიანთი ბიზნესი უკანასკნელ დეტალამდე. პროცესის საფუძველია B ზემოქმედების შეფასება. ეს ინსტრუმენტი ზომავს, თუ რა ზემოქმედება აქვს ბიზნესგადაწყვეტილებებს ყველა დაინტერესებულ მხარეზე − აქციონერებზე, თანამშრომლებზე, კლიენტებსა და მომწოდებლებზე. ზემოქმედების შეფასების ქულა 80+ საშუალებას აძლევს კომპანიას, გადადგას შემდეგი ნაბიჯი სერტიფიცირებისკენ. გადამწყვეტ როლს იურიდიული ანგარიშვალდებულება ასრულებს: მაგალითად, ველედას მფლობელების გადაწყვეტილებით, საერთო სიკეთისა და ეკოლოგიური კეთილდღეობისკენ სწრაფვა ახლა ჩვენს წესდებაშია ასახული. სერტიფიცირებული კომპანიები მხარს უჭერენ B Corp მოძრაობას ყოველწლიური სასერტიფიკატო გადასახადით, ხელს აწერენ B Corp დეკლარაციას ურთიერთდამოკიდებულების შესახებ და ეთანხმებიან შეთანხმების პირობებს. ველედას დადებით გავლენას ადასტურებს გამჭვირვალობა: შეფასების დეტალური ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

B Corp-ის სერთიფიკატი ენიჭება კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ პასუხისმგებლობით, ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანი გზით.

დრ. შტეფან ზიმერი, მდგრადობის განყოფილების ხელმძღვანელი

2020 წლის მდგომარეობით, B კორპორაციებმა მთელ მსოფლიოში დაიცვეს

200000 ჰექტარი მიწა
16 მილიონი ტონა ნახშირბადი
225 მილიონი ლიტრი წყალი

ფაქტები და ნიშანსვეტები

  • B Lab არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა აშშ-ში.
  • დღეს მსოფლიოს მასშტაბით არსებობს 4,000+ სერტიფიცირებული B კორპორაცია, რომელიც წარმოადგენს 150+ ინდუსტრიას 77 ქვეყანაში.
  • B Corp სერტიფიკატის მქონე საერთაშორისო ბრენდები მოიცავს ბრენდებს, როგორიცაა Patagonia, Fairphone, Hootsuite და Ben & Jerry’s.
  • პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად გლობალური B Corp მოძრაობა ქალაქებთანაც თანამშრომლობს Cities Can B ინიციატივის ფარგლებში. მას აქვს ერთობლივი პროექტები შემდეგ ქალაქებთან: ედინბურგი, ესპანეთის კორდოვა, ბარსელონა, სანტიაგო, მენდოსა, რიო დე ჟანეირო, არგენტინის კორდოვა და ასუნსიონი.
  • 2020 წლის მონაცემებით, B Corp-მა მთელ მსოფლიოში დაიცვა 200 000 ჰექტარი მიწა, კომპენსაცია გაუკეთა 16 მილიონ ტონა ნახშირბადს და დაზოგა 225 მილიონი ლიტრი წყალი.
  • 2015 წლიდან დღემდე B Lab Europe ზედამხედველობას უწევს 400+ სერტიფიცირებული B კორპორაციის მზარდ ქსელს მატერიკული ევროპის ცხრა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, დანიაში, იტალიასა და ესპანეთში.