ველედას ხარისხის ნიშნები

“ნატურალური კოსმეტიკა” ყოველთვის 100% ნატურალური არ არის. NaTrue არის ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებული პირველი ნიშანი ბიოლოგიური და ბუნებრივი კოსმეტიკისთვის. მისმა დაწესებამ არსებული ნიშნების „ჯუნგლებში“ სიხცადე შეიტანა. ყოველი პროდუქტი, რომელიც NaTrue ნიშანს ატარებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისია.

DAAB (Deutscher Allergie- und Asthmabund e.V.), – გერმანიის ალერგიისა და ასთმის კავშირი- პაციენტებისა და მომხმარებლების ერთერთი ყველაზე ძველი და  დიდი კავშირია. მან შეამოწმა და თავისი ნიშანი მიანიჭა ნუშისა და ტუხტის სერიებს. ამ ნიშნით აღნიშნული პროდუქტები დასაშვებია ალერგიული და ნეიროდერმატიული კანისთვის.

UEBT– ეთიკური ბიოვაჭრობის კავშირის – ნიშანი დასტურია იმისა, რომ ბიომრავალფეროვნება დაცულია ნედლეულის კულტივირების, შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების დროს და რომ საწარმოს სოციალური ვალდებულება აქვს აღებული.

ბიზნესი, როგორც სიკეთის ძალა – ეს არის B Lab-ის მთავარი ხედვა. მან 2021 წელს ველედას მიანიჭა B Corps. სერთიფიკატი.  “B” ნიშნავს სასარგებლოს და სარგებელს საზოგადოებისა და გარემოსთვის, რომელსაც ეს ბიზნესი უზრუნველყოფს.

25 წელი საქართველოში

საქართველოში  ველედამ ცნობადობა მოიპოვა  1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ, როცა  ქართველების დიდმა გულშემატკივარმა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ვოლფგანგ ფრიკემ გერმანიიდან  მოწამლულების დასახმარებლად ჩამოიტანა ამ ფირმის წამლები ჰუმანიტარული დახმარების სახით.

1997 წელს, დაარსდა შპს ნატურაფარმი – ველედას ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში, რომელმაც ჯერ საწარმოს, შემდეგ კი საბითუმო ბაზის სახით გააგრძელა საქმიანობა. დღესდღეობით, ის ახორციელებს ველედას სამკურნალო და კოსმეტიკური პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას ძირითადად ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების მეშვეობიით. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ველედას კონცეპტუალური მაღაზია და ონლაინ-მაღაზია (weledashop.ge), რომლებიც ველედას პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს და საგანმანათლებლო როლსაც ასრულებენ.

წელს ნატურაფარმი თავისი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს ზეიმობს და ეს არ მოხდებოდა იმ გულანთებული ადამიანების თავდაუზოგავი შრომის გარეშე, რომლებიც თანდათან შემოუერთდნენ მას. მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ის აღიარება, რომელიც ბრენდის ბავშვთა მოვლის ხაზმა დაიმსახურა. ის 2019 და 2020 წწ.,  ბავშვთა მოვლის საშუალებათა ნომინაციაში ოქროს ბრენდის ჯილდოს მფლობელი გახდა. დიდი მადლობა მათ თანადგომისთვის, ერთგულებისთვის და კომპანიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მდგრადი დაარსების დღიდან

დაარსების დღიდან, ველედა ყველა საქმიან ოპერაციას სათანადო სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პასუხისმგებლობით ახორციელებს, ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებით, შეფუთვითა და რეალიზებით დამთავრებული.

ველედას აქვს სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღები და ნაყენების დასამზადებელი საკუთარი საწარმოები, სადაც დისტილაციის, ექსტრაქციისა და პოტენცირების მეთოდების გამოყენებით ნედლეულის შემდგომი გადამუშავება ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში აქ ზოგიერთი ტექნოლოგიური მეთოდი შეიცვალა, ველედა მუდამ საკუთარი თავის, მისი დამფუძნებლებისა და საწყისი ღირებულებების ერთგული რჩება. სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით ის დაფუძნების დღიდან უცვლელი პრინციპებით ხელმძღვანელობს. ველედას წამს, რომ სწორედ ეს მუდმივობა არის ის უპირატესობა, რომელიც მას  სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს.

2022 წლის ბრენდის აქტივობა უკავშირდება ნიადაგზე ზრუნვას. „გადავარჩინოთ დედამიწის კანი“ ასეთია მისი  წლის ლოზუნგი.

ველედას ყველა პროდუქტი 2022 წლიდან არითმეტიკურად კლიმატ-ნეიტრალური იქნება. ასევე ამ წლიდან ის კლიმატის დაცვაში, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და ნიადაგის ნაყოფიერებაში წლიური გლობალური ბრუნვის დამატებით ერთ პროცენტს განახორციელებს.