5 დეკემბერი – ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეა!
ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება. გაეროს ინფორმაციით, დედამიწაზე არსებული ნიადაგების მესამედი უკვე დეგრადირებულია. „ნიადაგის დაბინძურება შეიძლება უხილავია, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს აზიანებს. 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა 9 მილიარდს მიაღწიოს. მოსახლეობის ზრდის პირობებში, ნიადაგი სულ უფრო ბინძურდება. ეს აისახება საკვებზე, რომელსაც მივირთმევთ, წყალზე, რომელსაც ვსვამთ და ჰაერზე, რომელსაც ვსუნთქავთ“ – წერია გაეროს ვებგვერდზე. ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღეს ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანია ნიადაგის დაცვის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.