სიახლეები და აქციები

ველედას კალენდულას ბავშვის მოვლის ხაზი “გოლდენ ბრენდის” სამგზის მფლობელია!

25 ივნისს, შედგა გოლდენ ბრენდის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი. ველედას კალენდულას ბავშვის მოვლის ხაზმა მესამედ ზედიზედ მიიღო ეს ჯილდო!

დღესდღეობით, ქართველ მომხმარებელს ვთავაზობთ ველედას 200 მდე კოსმეტიკურ და კომპლემენტარულ საშუალებას. ზოგადად ლიდერობს დედა&ბავშვის ხაზი. მაგ. სტრიების  და ცელულიტის საწინააღმდეგო ზეთები, კალენდულას საფენქვეშა მალამო, კალენდულას შამპუნი&საშხაპე გელი, კალენდულას საბავშვო კბილის ჟელე, კალენდულას სააბაზანო ხსნარი.

ვულოცავ ველედას და ნატურაფარმის მთელს გუნდს ამ წარმატებას. ველედას მხარდაჭერით და აღიარებით, ჩვენ არა მარტო ჩვენი მომავალი თაობის სიჯანსაღეზე, არამედ დედამიწის ნიადაგის გაჯანსაღებაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და კლიმატის მდგრადობაზეც ვზრუნავთ.

წელს 25 წელი შესრულდა, რაც შპს ნატურაფარმი სააქციო საზოგადოება ველედას  ავტორიზებული პარტნიორი გახდა. მთელი ეს დრო აქტიურად ვართ ჩართული ამ ბრენდის ხედვის პოპულარიზაციაში და შესაბამისად ამ პროდუქტების გავრცელებით არა მარტო მომხმარებლის სხეულის, არამედ ბუნების დაცვაშიც. წელსაც ვუერთდებით მის მიერ წამოწყებულ კამპანიას  „ერთად გადავარჩინოთ დედამიწის კანი“.

წარმატებები!