ერთად გადავარჩინოთ ნიადაგი – დედამიწის კანი
მოვუაროთ დედამიწის კანს ისევე, როგორც საკუთარ კანს
ნიადაგი, ისევე როგორც ჩვენი კანი, ცოცხალი ეკოსისტემაა. ის არის ჩვენი დედამიწის ცოცხალი კანი. მაგრამ, დედამიწის ნიადაგის მესამედი დეგრადირებულია, რაც საფრთხეს უქმნის ცხოველთა და მცენარეთა ჰაბიტატებს და ზრდის სათბურის გაზების გამოყოფას. ველედას პროდუქტებში გამოყენებული სამკურნალო მცენარეების დიდი უმრავლესობა კულტივირებულია ბიოდინამიური მეთოდით. საუკუნეზე მეტია, ველედა აშენებს მცენარეებს, რომლებიც გამოიყენება მისი საკულტო პროდუქტების დასამზადებლად ბუნებრივი, ნიადაგისთვის შესაფერისი მეთოდების გამოყენებით. ველედა უნარჩუნებს ნიადაგს სიჯანსაღეს და ზრუნავს ბიომრავალფეროვნებაზე ბიოდინამიური მეთოდით მუშაობით და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეგენერაციული მეურნეობის პროექტებთან თანამშრომლობით. მხოლოდ ჯანსაღი ნიადაგი უზრუნველყოფს ჯანსაღი ეკოსისტემების არსებობას და მის გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ კრიზისს, რომელიც დღეს ბუნების წინაშე დგას.
ველედას მისია “გადავარჩინოთ დედამიწის კანი“ გულისხმობს, რომ ნიადაგს ისეთივე მოვლა ჭირდება, როგორც ჩვენ საკუთარ კანს – აგრესიული ქიმიკატების გარეშე. ამას გარდა, ჩვენ ყველას შეგვიძლია მოწიწებით მოვეპყროთ დედამიწას, რადგან ის ამას იმსახურებს.
არიზონა მიუზი – მოდელი, გარემოს დაცვის აქტივისტი და DIRT-ის დამფუძნებელი
იცოდით?
- ნიადაგს, ისევე როგორც ჩვენს კანს, გააჩნია მიკრობიომი
- ერთი ჩაის კოვზ ნიადაგში უფრო მეტი ორგანიზმია, ვიდრე ადამიანია პლანეტაზე
- CO2-ის 50% შეკავშირებულია ნიადაგთან. ეს ყველაზე დიდი CO2 რეზერვუარია ოკეანეების შემდეგ
- დეგრადაციის გამო, ყოველ წუთს იკარგება 30 საფეხბურთო მოედნის ექვივალენტი ნიადაგი
- ათი სანტიმეტრი ნიადაგის ბუნებრივად წარმოქმნას შეიძლება 2000 -მდე წელი დასჭირდეს
ველედას მხარდაჭერით, ერთად ვზრუნავთ ნიადაგის გაჯანსაღებაზე
- მცენარეული ინგრედიენტების 80% ორგანულია.
- 2025 წლისთვის, ველედას მცენარეების 40% ბიოდინამიურად მოყვანილი იქნება
- ველედას ბაღებში მცენარეების კულტივირება ბიოდინამიური პრინციპით ხორციელდება
- სოციალური პასუხისმგებლობით აგებული მდგრადი მიწოდების ჯაჭვი სერთიფიცირებულია UEBT-ის მიერ
- ნიადაგში კომპოსტის ინტეგრირებით უფრო მეტი CO2 შთანთქმა ხდება, ვიდრე გამოიყოფა
- რეგენერაციული მეურნეობის მქონე ველედას პარტნიორების რიცხვი 2025 წლისთვის 50-დან 60-მდე გაიზრდება
- ველედას კორპორატიული კვალი კარბონ-ნეიტრალურია
- როგორც B-Corp, ველედა აქტიურად მუშაობს მდგრადი ეკონომიკის მოდელზე