არნიკას მალამო 30%

32.40

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

25 გ

28 საწყობშია

აღწერა

გამოყენება:

გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება ნივთიერებათა ცვლისა და ფორმირების პროცესების სტიმულირება და მოწესრიგება ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების დროს, განსაკუთრებით მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისას, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.

ველედა არნიკას მალამო 30% არ უნდა გამოიყენოთ:

  • ღია ჭრილობებზე;
  •  ზემგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში არნიკას ან სხვა რთულყვავილოვანთა, მაგალითად, ქრიზანთემების და ფარსმანდუკის მიმართ, აგრეთვე არაქისის და სოიას ზეთების ან მალამოს ფუძის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
  • და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში

მატყლის ცვილს და მატყლის ცვილის სპირტებს შეუძლია კანის ლოკალური რეაქციის (კონტაქტური დერმატიტი) გამოწვევა.

დოზირება:

ველედა არნიკას მალამო 30% დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. მალამოს გამოყენების შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ საპნით.

მკურნალობა ჩივილების მოხსნამდე გრძელდება და 2 კვირის შემდეგ უნდა დასრულდეს.

შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო 6 თვის განმავლობაშია ვარგისი.

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25 °C-ს.

შემადგენლობა:

10 გ შეიცავს:  არნიკას  მთელი მცენარის სპირტიანი ექსტრაქტი(1:1,1)  6 გ.  მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, ცეტილსტეარილის სპირტი, თაფლის სანთელი, ნატრიუმცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლ(მონო,დი)სტეარატი,  გამოხდილი წყალი.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „არნიკას მალამო 30%“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *