წესები და პირობები

  1. შესავალი
  • წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს ნატურაფარმ- ველედას (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ weledashop.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.
  • weledashop.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით მის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე შეკვეთის გაუქმების ან პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
  • გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს. weledashop.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში.

2. განცხადებ

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  •   არის 18 ან მეტი წლის ფიზიკური პირი.  
  •   გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
  •   მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
  •  თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  weledashop.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.

3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:

  • მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე weledashop.ge;
  • რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება weledashop.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მომსახურების პირობებს;
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით.
  • ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის პროცედურას.
  • თუ მყიდველს უჩნდება დამატებითი კითხვა weledashop.ge-ს მომსახურების პირობებთან ან მისთვის საინტერესო პროდუქტთან დაკავშირებით იგი უკავშირდება კონსულტანტს:  ვებგვერდის კონტაქტში არსებული შესაბამისი ველის გამოყენებით ან  ტელეფონის ნომერზე : 0322 382128.

4. ავტორიზაცია:

  • 4.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
  • 4.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

5.კლიენტის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევაშეკვეთის განთავსება 

და მიღება:

  • 5.1.  ავტორიზაციის კლიენტი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
  • 5.2.  ნავიგაციის ღილაკების საშუალებით კლიენტი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
  • 5.3.  კლიენტი  „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
  • 5.4.  პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ კლიენტი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
  • 5.5.  კლიენტი შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
  • 5.6.  კლიენტს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით შეკვეთის მიღების დღეს განაცხადის გაკეთების შემთხვევაში ან შეკვეთის გაუქმების უფლებით შეკვეთის დღეს.

6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:

  • 6.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  • 6.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
  • 6.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
  • 6.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

7. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა:

  •  წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება weledashop.ge-ს მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელს კი ექნება საშუალება დაეთანხმოს მათ ვებგვერდის მომდევნო გამოყენების დროს.