ველედას შესახებ

სააქციო საზოგადოება “ველედა” 1921 წელს დაარსდა შვეიცარიაში, როგორც პატარა ფარმაცევტული ლაბორატორია სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღით. დღეს ის წარმოდგენილია ხუთივე კონტინენტის 50 ქვეყანაში. მისი სამი ძირითადი საწარმო შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში აწარმოებს ველედას ათასობით სამკურნალო და ასობით კოსმეტიკურ პროდუქტს, რომლებიც ბიო და ნატურალური ბეჭდებითაა სერთიფიცირებული; მათი მახასიათებლებია:

  • 100% სერთიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა
  • არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, პარაბენებს, პოლიეთილენგლიკოლს და სილიკონებს
  • არ შეიცავს სინთეზურ არომატიზატორებს, გენმოდიფიცირებულ და მიკროპლასტიკურ ინგრედიენტებს
  • არ არის ცხოველებზე გამოცდილი
  • მცენარეული ნედლეულის 80% სერთიფიცირებული ორგანული მეურნეობიდანაა
  • ნედლეულის მოპოვება ხორციელდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით

მდგრადი დაარსების დღიდან

დაარსების დღიდან, ველედა ყველა საქმიან ოპერაციას სათანადო სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პასუხისმგებლობით ახორციელებს, ნედლეულის შესყიდვიდან დაწყებული, კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებით, შეფუთვითა და რეალიზებით დამთავრებული.

ველედას აქვს სამკურნალო მცენარეების საკუთარი ბაღები და ნაყენების დასამზადებელი საკუთარი საწარმოები, სადაც დისტილაციის, ექსტრაქციისა და პოტენცირების მეთოდების გამოყენებით ნედლეულის შემდგომი გადამუშავება ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში აქ ზოგიერთი ტექნოლოგიური მეთოდი შეიცვალა, ველედა მუდამ საკუთარი თავის, მისი დამფუძნებლებისა და საწყისი ღირებულებების ერთგული რჩება. სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით ის დაფუძნების დღიდან უცვლელი პრინციპებით ხელმძღვანელობს. ველედას წამს, რომ სწორედ ეს მუდმივობა არის ის უპირატესობა, რომელიც მას  სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს.